x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიყვარულისა და გა@ყვნილების ტაძრები ინდოეთში, რომლებიც თავისი სითამამით ყველას შოკში აგდებს
image


ინდოეთი XIII საუკუნემდე ეროტიკული ხასიათის საკითხებში საკმაოდ ლიბერალური იყო. სამხრეთ აზიაში მდებარე სახელმწიფო, რომელმაც წარსულში "კამასუტრას" სახელით ცნობილი მსოფლიო შედევრი შექმნა და რომელიც თავისი სითამამით დღემდე ყველას აოცებს პრეტენზიას კონსერვატიულობაზე აცხადებს. რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის მთავრობამ შეზღუდა წვდომა თითქმის რვაას საიტზე, რომლებიც მისი აზრით, პორნოგრაფიულად იქნა აღიარებული, ასევე ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ვეტო დაადო ლგბტ თემს და ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარა, და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სექსს ხელოვნებად მიიჩნევდა.


image


ზედიზედ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა აღიქმებოდა ადგილად, რომელიც იდეოლოგიურად მხარს უჭერდა საკუთარ ტრადიციებსა და ღირებულებებს, თუმცა დღევანდელი ადათ-წესები და პოლიტიკა ანადგურებს ყველაფერს, რაც კი აქამდე შექმნილა.


image


ინდოეთი ასეთი ყოველთვის არ ყოფილა. იქ სქესობრივი ურთიერთობის წესებს არა მხოლოდ პატივს სცემდნენ, არამედ ის ოფიციალურად ისწავლებოდა კიდეც, მსოფლიოში პირველი ტრაქტატი ინტიმური კავშირის შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იქნა გამოქვეყნებული.


image


ამ ქვეყნის ზნეობის თავისუფლება ისტორიაში იქნა შეტანილი - ეს უძველესი შენობების კედლებიდანაც კი ჩანს, სადაც ამ ხალხის უპირატესობების ისტორიაა აღბეჭდილი. ინდოეთის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ეროტიკული ხელოვნების ყველაზე თამამი გამოსახულებები, რომელთა ნახვაც ინდოეთის ნებისმიერ ტაძარშია შესაძლებელი, საიდანაც სათავეს იღებს სიყვარულის ხელოვნებაც.


image


ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ვერსიის თანახამდ, ჩანდელას დინასტიის მეფეები სექსის ტანტრული პრინციპების მიმდევრები იყვნენ, რომლებმაც გამოაცხადეს ბალანსი მამაკაცისა და ქალის ძალებს შორის და ეს კულტი მათ ტაძრებში ქანდაკებების სახით ზოგადი ცოდნისთვის გადაიტანეს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ისინი ახლის დასაწყისს მოასწავებენ, რაც ახალი ცხოვრების დასაწისს ნიშნავს. ახლა ინდოეთში მორალის პოლიცია ანადგურებს საკუთარ კულტურას, რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელიც ინდოელი ხალხის საგანძურად ითვლება.


image









0
278
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
278