x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
Top 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს:)))
image


ჩვენ ყველანი ვყოფილვართ ცუდ ხასიათზე. ზოგიერთი საჭმლის ჭამა ადამიანთა ჯანმრთელობას აუარესებს და ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. ხოლო როცა ვიტამინებით და მინერალებით სავსე საჭმელს მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ და კარგ ხასიათზეც მოხვალთ:)


image


ეს კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. მაგნიუმი საკვებს ნოყიერს ხდის და გარდა ამისა ის არის განუყოფელი ნაწილი იმ ბიოქიმიური რეაქციებისა, რომლებიც ზრდიან ადამიანის ენერგიას. 2009 წელს “Australian and New Zealand Journal of Psychiatry”-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაადგინეს, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანის სხეულში იწვევს დეპრესიას.


image


ეს პროდუქტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაღაზიებში ძნელი საპოვნელია. თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს- ანტოციანინებს. ანტოციანინი უზრუნველყოფს ნეირონთა დაცვას და ასევე იცავს ტვინს ანთებისგან. ლურჯი კარტოფილი ადამიანს იცავს დეპრესიისგან და სკლეროზისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მწყობრ მუშაობას და სხეულს ამარაგებს იოდით.


image


ხამანწკები შეიცავს ზომაზე დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს, სელენიუმს, იოდს, ცილას და თუთიას. იოდი, სელენიუმი და თუთია ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მოქმედებას. ვიტამინი B12 აძლიერებს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს.



image


შავ შოკოლადს ადამიანის სხეულისთვის მოაქვს სარგებელი, რაც არ აქვს რძიან და გერმანულ შოკოლადს. შავი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მოქმედებას ტვინში და უზრუნველყოფს კონცენტრაციისა და განწყობის მყისიერ მომატებას. მუქი შოკოლადი მოგანიჭებთ ენერგიას და გახდებით უფრო აქტიურნი.

image

კალციუმი, რომელსაც შეიცავს ბერძნული იოგურტი დიდი რაოდენობით, ეხმარება ადამიანის ტვინს, რომ გამოიმუშავოს ნეიროტრანსმიტერები, რაც თავის მხრივ ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ბერძნული იოგურტი ასევე შეიცავს ნაკლები რაოდენობის ცილას, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი.


image

სატაცური შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავას, რაც ასევე ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას.

image ჯანმრთელობისთვის თაფლი გაცილებით უკეთესია, ვიდრე შაქარი. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კომფეროლს და ქორცეტინს, რომლებიც ადამიანს ეხმარება თავიდან აიცილოს დეპრესია. თუმცა თაფლი სისხლში შაქრის მაჩვენებელს გაცილებით მეტად ზრდის, ვიდრე შაქარი.

image

ყველა სახის პომიდორი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ლიკოპენი ჰქვია. ლიკოპენი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ზოგადად იცავს თავის ტვინს. ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ პამიდორს შეჭამთ ზეითუნის ზეთთან ერთად. ზეითუნის ზეთი ზრდის სხეულის მიერ ლიკოპენის შეწოვის სიჩქარეს.

image

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, ვიტამინ B-ს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ცილებს. კვერცხს ადამიანისთვის მარტო ენერგიის მომატება კი არ შეუძლია, მას შეუძლია ადამიანი სხვა პროდუქტებთან შედარებით დიდი ხნის განმავლობაში დაანაყროს

image

მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსი ხშირად გვხვდება არაჯანსაღ დესერტებში, ის შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს. საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები არის სპეციალური ცხიმები, რომლებიც ზოგადად უზრუნველყოფს ადამიანის კარგ განწყობას და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.





0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0