x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანმა საკმაოდ უხეშად, მწარედ და დამცინავად უპასუხა საზოგადოების იმ ნაწილს ვინც მას ლანძღავს და აკრიტიკებს

image
ვფიქრობ კიმ კარდაშიანს მკითხველის წინაშე წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ მე მაინც ვეცდები მის შესახებ მცირე რამ მაინც დავწერო.
კიმ კარდაშიანი გახლავთ სომხური წარმოშობის, ამერიკელი რეალითი-შოუს ვარსკვლავი, მსახიობი, ფოტომოდელი და "ბიზნესვუმენი".

მსოფლიოში სახელგანთქმული ოჯახის ამ ცნობილ წარმომადგენლებს არც სკანდალები აკლია და არც თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები.
თუმცა, როგორც ყოველთვის და ყველასთან მიმართებაში ხდება, არც კიმ კარდაშიანს აკლია კრიტიკოსები, ღვარძლიანი და ბოღმიანი ადამიანები სოციალურ ქსელებში ლანძღავენ კიმს, თან დაუმსახურებლად.

კიმი ქველმოქმედებითაცაა ცნობილი, მაგრამ ბუნებრივია ყველას ვერ დაეხმარება, რაც მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.
სწორედ ასეთი დაბოღმილი ადამიანების ღვარძლს და ბოღმას გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი, თან საკმაოდ ცინიკურად და ირონიულად.

42-წლის კიმ კარდაშიანი დარწმუნებულია, რომ ყველა ვინც კი მას აკრიტიკებს ინტერნეტში, მოხარული იქნებოდა მასთან შეხვედრის ამის უმცირესი შანსი რომ ჰქონოდათ.


"ყველა ეს ჰეიტერი, რომლებიც მაკრიტიკებენ გარეგნობის გამო ინტერნეტში, ჩემს პირველივე მინიშნებაზე ჩემთან გამოიქცეოდნენ. ისით ეს რაზე მეტყველებს, ეს ადამიანები მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მე მათზე უკეთესი ვარ ყველა იმ სფეროში, სადაც კი ვმოღვაწეობ, ჩემი გარეგნობის კრიტიკა მათთვის მხოლოდ შირმაა მათ გულში და გონებაში დაგროვებული ბოღმის"-აცხადებს ზე ცნობილი ამერიკელი.

ადამიანი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ამის გამო ის არ უნდა გალანძღო სულაც კვაზიმოდოს, რომ ჰგავდეს, ადამიანი ლამაზიც ადამიანია და ულამაზოც, შესაბამისად არასწორია ადამიანის შეფასება გარეგნობით, თან კარდაშიანს აქვს ისეთი გარეგნობა, რომელიც მას, მის ოჯახს და მის გარემოცვას მოსწონს.

კიმ კარდაშიანმა თავის განცხადებას სურათების კოლაჟიც მოაყოლა, რითაც კიდევ ერთხელ მიუთითა "კრიტიკოსებს", რომ მათი აზრი მისთვის არანაირ ფასეულობას, რომ არ წარმოადგენს.

image

0
290
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
290