x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რაზე მიგვანიშნებს ღამის სხვადასხვა დროს გამოღვიძება და რასთანაა ეს დაკავშირებული

image
უკვე ათწლეულებია ფსიქონევროლოგები სწავლობენ ადამიანის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ და ნევროლოგიურ მდგომარეობაზეა ასე ვთქვათ პასუხისმგებელი.
მიუხედავად ტექნოლოგიის სწრაფი ტემპით წინსვლისა, ადამიანის ტვინის მცირე ნაწილია სრულფასოვნად შესწავლილი, ავსტრიელი ნეიროქირურგის, დოქტორ მიურერის თქმით: "ადამიანის ტვინი ჰგავს ამაზონის ჯუნგლებს, რომლიც მხოლოდ მცირე ნაწილია სრულფასოვნად შსწავლილი, დანარჩენ ნაწილზე კი ვარაუდებით მიდის მსჯელობა".

ავსტრიელი ექიმის და მკვლევარ-მეცნიერის ნათქვამში დაუჯერებელი და რეალობას აცდენილი არაფერია, ყოფილა შემთხვევები როცა გარკვეული მძიმე სტრესის შემდეგ ადამიანს ისეთ ენაზე დაუწყია გამართულად საუბარი, რომელ ენაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა.
საკუთარი გამოცდილებიდან დავამატებდი, მეზობელმა ასაკოვანმა რუს ქალბატონს ინსულტის მძიმე ფორმით გადატანის მერე მშობლიური რუსული ენა დაავიწყდა და მხოლოდ მეგრულ ენაზე საუბრობდა, რუსულს ლი რასაც ჰქვია "ამტვრევდა".

ადამიანის ძილის ფაზები და ძილის სიღრმეც სიქონევროლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
გთავაზობთ დროში გაწერილ უძილობას და მის გამომწვევ მიზეზებს, აღნიშნული დასკვნა ფსიქონევროლოგების კვლევის შედეგია და აქ ჩემი შეხედულება არაა ამ თემაზე მნიშვნელოვანი.

თუ ადამიანს საღამოს 9-ზე იძინებს, მაგრამ 11 საათზე უკვე იღვიძებს, ეს მიუთითებს გადატანილ მძიმე სტრესსზე. ასეთ ადამიანებს ხშირად უწევთ განერვიულება, გაბრაზება. ასეთ ადამიანებს ექიმები ურჩევენ დაწოლამდე თავის მასაჟის გაკეთბას, რაც დაამშვიდებს მათ ცნობიერებას და მალე მიეჩვევიან სრულფასოვან ძილს.

11 საათიდან ღამის 1 საათამდე მონაკვეთში თუ იღვიძებს ადამიანი, ეს მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ძლიერ ემოციონალურ იმედგაცრუებას. ასეთ დროს კარგია საკუთარი თავის შთაგონება, რომ ყველაფერი კარგადაა და ცხოვრება მშვენიერია.

ღამის პირველი საათიდან ღამის 3 საათამდე გამოღვიძება უკავშირდება, ამ ადამიანის მიერ საკუთარ თავში ჩახშობილ ბრაზზე. ამ დროს მოქმედებაშია ენერგეტიკული მერიდიანი, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლთან. ჩინური ფილოსოფიის განმარტებით ასეთ დროს გამოღვიძებულ ადამიანებში "იან"-ის ემოციური მოზღვავება აღვიძებს ადამიანს. ასეთ დროს სასურველია ძილის წინ მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება.

ღამის 3 საათიდან დილის 5 საათამდე გამოღვიძება მიუთითებს, ამ ადამიანში დაკავშირებულია ნაღვლიანობის გრძნობასთან და ფილტვებთან.
გამოსავალია-დილის საათებში სუფთა ჰაერზე სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება და საკუთარი თავის შთაგონება იმაში, რომ არ არსებობს ბარიერი რომლის გადალახვაც არ შეიძლება.


0
99
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
99