x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თბილისის უნიკალური ფოტომატიანე საქართველოს ეროვნული არქივიდან
image

ქვემოთ გაეცნობით მორიგ ფოტოსერიას- გასული საუკუნის თბილისის ფოტოებს, წარმოდგენილს საქართველოს ეროვნული არქივიდან, რომელთა გამოფენა 2017 წელს სახელწოდებით „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ექსპოზიცია მიმოიხილავდა მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს. ფოტოების უმეტესობა ნანახი არ გექნებათ.



გადახედეთ ნოსტალგიურ ფოტოებს და იმოგზაურეთ წარსულში, ვფიქრობ უფროს თაობას ბევრ სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ.



სტალინის სახელობის სანაპირო (დღევანდელი ზვიად გამსახურდიას სანაპირო), ივან კალიაევის ხიდი და ახალი პარკის საერთო ხედი (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ).
ფოტო: ვ. ჩერკასოვი.


image


თბილისის მარჯვენა სანაპიროს ხედი და კარლ მარქსის სახელობის ხიდი (დღევანდელი ჩუღურეთის ხიდი. დედაენის ბაღის მიმდებარედ).
თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი.
1939.


image


კოლმეურნეობის მოედანი (დღევანდელი გრიგოლ ორბელიანის მოედანი). თბილისი.
საქდესის ფოტოქრონიკა. ავტორი უცნობია. 1939.


image


ლენინის გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კუთხის შენობის ხედი (დღევანდელი ფილარმონიის მიმდებარედ). თბილისი.
ფოტო: ო. ბუდეშტსკი. 1938.


image

თბილისის სადგურის მოედნის ხედი.
ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1939.

image

შოთა რუსთაველის მოედანი. თბილისი.
საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: რობერტ დავიდიანცი.
1968.


image


სტალინის სახელობის ახალი სანაპირო და ელბაქიძის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ). თბილისი.
ფოტო: მიხეილ კვირიკაშვილი.
1941.


image


თბილისის ზღვის ხედი. თბილისი.
ფოტო: ნ. გრანოვსკი.
1966.


image

საბურთალოს მასივის საერთო ხედი. თბილისი.
ფოტო: სერგო ონანოვი.
1960.

image

ამიერკავკასიის ფედერაციის მოედანი (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). თბილისი.
ფოტო: რუბენ აკოფოვი. 1928.


image

მოწაფეები სტალინის სახელობის პარკში (დღევანდელი მთაწმინდის პარკი). თბილისი.
ფოტო: დ. კოზლოვი. 1957.

image


რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის შენობის ხედი (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი). თბილისი.
ფოტო: ვიქტორ ჯეირანოვი. 1955.

image


"საქენერგოს" შენობა კოლმეურნეობის მოედანზე (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ). თბილისი.
ფოტო: დ. სმირნოვი. 1960.


image

ახალი კაფე ლენინის სახელობის გამზირზე (დღევანდელი ფილარმონიის მიმდებარედ). თბილისი.
ფოტო: დ. სმირნოვი. 1959.

image


მტკვრის სანაპიროს ხედი. თბილისი.
ფოტო: პაველ ლუცენკო.
1953.

image

დიღმის ხიდი. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა.
ფოტო: თამაზ ჭეიშვილი. 1974.


image

ზოოპარკი. თბილისი.
ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1940.

image

რკინიგზის სადგური. თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა.
ფოტო: ოთარ თურქია. 1974.

image

სტალინის სახელობის ახალი სანაპირო და მარქსის (დღევანდელი ზაარბრუკენის) ხიდი. თბილისი.
ფოტო: მიხეილ კვირიკაშვილი.
1941.

image

აბრეშუმ-საქსოვი ქარხანა. თბილისი.
ავტორი უცნობია [1930-იანი].

image

ივან კალიაევის სახელობის ხიდი და ხედი სტალინის სახელობის სანაპიროს ახალი ნაწილიდან (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია). თბილისი.
ფოტო: ვ. ჩერკასოვი.
1940.

image

საბჭოთა კავშირის გმირთა მოედნის და საბურთალოსკენ მიმავალი გზის საერთო ხედი (დღევანდელი გმირთა მოედნის მიმდებარედ). თბილისი.
ფოტო: ვლადიმირ სტოლიაროვი.
1938.

image

მტკვრის სანაპიროს ხედი. თბილისი.
ფოტო: პაველ ლუცენკო.
1970-იანი წლები.


image


სპორტის სასახლე. თბილისი.
საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: ნ. გრანოვსკი.
1970.

image

მაღაზია „ბავშვთა სამყაროს“ ახალი შენობა. (გვერდზე ბორჯომის ვაგზალი)თბილისი. საქინფორმის ფოტოქრონიკა. ფოტო: გივი კიკვაძე.
1983

image

მთავარი ფოტო:ლენინის მოედნის ხედი (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). თბილისი.
ფოტო: ვ. ჩერკასოვი. 1946.

2
821
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
821
  
2023, 24 ივლისი, 10:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 ივლისი, 22:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 2