x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა” – ნინო ჩხობაძე

image

.

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ პირველ არხთან ისაუბრა იმაზე, რამდენად მაღალია საქართველომდე მავნე ნივთიერებების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების მოღწევის საფრთხე კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ.

.


„ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“, - განაცხადა ჩხობაძემ.

.

შეკითხვაზე, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით ჩადენილმა მტკნარმა წყალმა შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეამცირა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ დნეპრი ყოველთვის ჩაედინებოდა შავ ზღვაში, ისევე, როგორც ბევრი სხვა მდინარე და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა, დიდი ნაკადის შედეგად მარილიანობა ოდნავ დაცემულიყო, მაგრამ შემდგომში ზღვა ყოველთვის აღადგენს მარილიანობას და ეს სტაბილური მარილიანობაა.

,
„ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა. ასე რომ, აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი არ მოხდა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იარაღად გამოიყენოს, როგორც კახოვკა გამოიყენა. მაშინ უკვე ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

.

მისი თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზღვის წყლის მონიტორინგი გააძლიერა, რაც ძალიან კარგია. მეორე მხრივ, აჭარის მთლიან სანაპიროზე ბაქტერიოლოგიური შეფასება ხორციელდება, კონტროლდება ფოთის აკვატორია და კარგი იქნება, თუ ზუგდიდი და გურიაც დაუკავშირდება ფოთის ლაბორატორიას, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს და ასე გურია-სამეგრელოს აკვატორიებიც შემოწმდება.

.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, აფხაზეთში მკვდარი ცხოველების გამორიყვის ფაქტი კახოვკის ჰესის წყალსადენის აფეთქებას უკავშირდებოდეს, ჩხობაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საშინელი წყალდიდობებია და ლეში ზღვაში ჩვენმა მდინარეებმა ჩაიტანა, კახოვკას კი ამ ფაქტს თავად აფხაზებიც არ უკავშირებენ.


„დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, რომ იქნება ჩამოტანილი მდინარეების მიერ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ზღვა ასეთ რაღაცებს კარგად უვლის“, - განაცხადა ჩხობაძემ.

.

„დღეს უკვე ორმოცამდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. მართალია წყლის დონე დაეცა, მაგრამ მტკნარი წყლის ეს დიდი ნაკადი, პირდაპირ ჩაედინება შავ ზღვაში. ეს ბიბლიური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ეს არ ეხება მარტო ორ ქვეყანას - რუსეთს და უკრაინას. ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც შეგვეხება, რადგან ტერიტორიულ წყლებთან მიმართებაში შავ ზღვაში ნაკადები ზოგჯერ მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ზამთრის პერიოდში - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. აბა როგორ აღმოჩნდა და რატომ აფეთქდა ნაღმი ბათუმთან? იმიტომ, რომ ასეთ ცირკულაცია ხდება ზღვაში. ძალიან დიდი ნაკადი მტკნარი წყლის შევიდა შავ ზღვაში, რომელიც არის დაბინძურებული შხამქიმიკატებით, დარწმუნებული ვარ, რომ დასახლებულ პუნქტებში ნავთობის მარაგებიც იყო, ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურები, ყველაფერს გამორეცხავდა წყალი, ნაღმებიც შემოვიდოდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბების, რაც დაადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

6
594
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
594
  
2023, 16 ივლისი, 13:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2023, 16 ივლისი, 7:09
ეს ომი რუსეთმა უნდა მოიგოს,თუ არ მოიგებს არ უნდა წააგოს მაინც,რადგან ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს და უკრაინა არ არის ანგელოზი ქვეყანა.პირადად ჩემთვის,რუსი და უკრაინელი ერთი ყ... და არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ვიცი კიდევ რო უკრაინა არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა,ორ ქვეყანას თუ რამე ურთიერთობა გვქონია,ეს იყო რუსეთის შემადგენლობაში,ჯერ ცარიზმის და მერე სსრ დროს,ამ 30 წელში არაფერი ყოფილა ისეთი,რითაც მეგობრობა მყარდება. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ,მაშინ მე ერთი რაღაცის გამო შენთან ურთიერთობას არ გავიფუჭებ და მოუხედავად შენი შეცდომებისა გვერდზე დაგიდგები,ასე იქცევიან მეგობრები. ის რასაც უკრაინა და მისი მთავრობა აკეთებს,ეს მეგობრობა არ არის,ეს არის სიტუაციის გამოყენება და საკუთარი პოზიციების გამყარება საქართველოში. რუსეთი ცდილობს და ცდილობდა თავისი ხალხი დაესვა საქართველოს მთავრობაში,რაც იდეაში გამოსდიოდა და გამოსდის,თუმცა იგივეს აკეთებს უკრაინაც.ამის დასტურია ზელენსკის სიტყვები "საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს",ეს არის არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის არჩევანის შეურაწყოფა. არჩევნების შედეგები აღიარა ამერიკამ,ევროპამ და ყველა დიდმა მოთამაშემ,ხოდა ამას კადრულობს "მეგობარი" და ეს რაზე მეტყველებს? იმაზე რო ომის პერიოდში,ქვეყანა ამას აკეთებს და რას გააკეთებს,თუ ომი აღარ იქნება? რათქმაუნდა,ორი აზრი არის,ეს არ არის მხოლოდ უკრაინის გაქანების ამბავი,ეს არის კარგად შედგენილი და დამუშავებული გეგმა,რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობენ და სხვებიც. საქართველო დიდი ძალა არ არის,თუმცა დათვის გასაბრაზებლად და დასაღლელად გამოსადეგია,ამას ვერ მიაღწიას და ქმნიან დეზინფრომაციებს. ამ ომში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ორივე ქვეყანა ისეთი დანგრეული და გაფარჩაკებული გამოვიდეს რო ჩვენთვის არ ეცალოთ კარგა ხანს,თუმცა ერთს ნატო და ამერიკა აფინანსებს,მეორეს ისედაც დიდი რესურსი აქვს,ამიტომ ჯობია დიდხანს იომონ და ბომბონ ერთმანეთი. ორი ქათამზე და ერთ ცხვარს თუ გამორიყავს,არ მგონია კატასტროფა და უფრო დიდს არ უნდა ველოდეთ,რადგან თურქეთის ფაქტორია გადამწყვეტი.
2023, 16 ივლისი, 6:56
ჩვეუებრივი დაქირავებულია,დღეს ეკოლოგიის ექსპერტია,ხვალ სამართლის მცოდნე და ზეგ მედიკოსი იქნება,ფულს თუ გადაუხდიან ყ... იქნება და... როცა რაღაც ხდება,გამოაგორებენ ესეთ ხალხს და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან,აზომბებენ საზოგადოებას და ასე იმყარებენ პოზიციებს. ასე იქცევა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც,ეს საბჭოთა პერიოდში დამუღამებული პრაქტიკა,რომელიც მუშაობდა და მსოფლიოს მოედო,ხოდა საქართველოში რატომ არ გამოიყენებენ? ვერ ხედავთ,ისე შექმნეს სიტუაცია რო მხოლოდ პუტინის დანაშაულია თურმე იმ კაშხლის დანგრევა და თითქოს მთელი წელი არ ამზადებდნენ უკრაინელებს კონტრშეტევისთვის,არ აწვდიდნენ იარაღს. აგერ სააკაშვილის გამო დიპლომატიური კრიზისი შექმნეს და ესეც პუტინის ბრალია? ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება,საქართველოს ელჩი გაეშვე წარმგზავნ ქვეყანაში კონსულტაციისთვის სააკაშვილის თემაზე,რაც უვიცობის ზეიმია. სააკაშვილის თემა არ არის პოლიტიკური,ის არის სამართლებრივი და გამყარებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,ხოდა ამაზე ელჩმა რა უნდა ქნას ან რა კონსულტაცია უნდა გამართოს? უკრაინელ ხალხს და ევროპელებს აჯერებენ,თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ქვეყანა აწამებს,რაც ტყუილია. პატივისცემის მეტი საქართველოს უკრაინისთვის არაფერი გაუკეთებია,ხოდა ამას აკეთებენ,რავა დავიჯერო რო იგივეს არ აკეთებენ რუსეთთან მიმართებაში.
2023, 16 ივლისი, 6:44
ვერ გავიგე,ეს პუტინი ომის დანაშაულს სჩადის თუ ბიბლიურს? ისიც გაურკვეველია,რატომ არის მხოლოდ პუტინი დამნაშავე,ხოლო ამერიკის კუანა პრეზიდენტი არა.კასეტური ბომბები არ მიაწოდეს უკრაინას მისი განკარგულებით თუ ფეიკნიუსი იყო? როცა საქართველოში ჩამოყარა პუტინმა იგივე ტიპის ბომბები,ომის დანაშაულად შეირაცხა,რადგან ბომბის სისტემა ისეა მოწყობილი რო ჩამოგდების შემდგომაც ანადგურებს სულიერს,ხოდა ასეთი ბომბის გამოყენება კარგია ვითომ? თან ამას რო აწვდი,რა გონიათ რო პუტინი საპასუხოდ არაფერს გაისვრის? რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის მსოფლიო უკრაინას,რაც მეტი იქნება იქ კასეტურის მსგავსი დამანგრეველი იარაღი,მით მეტია შანსი,პუტინმა გაისროლოს გასასროლი და მერე ნახეთ რადიაცია. როცა მხეცს კუთხეში მიიმწყვდევ,რა გგონიათ,დაწვება და ლაქუცს დაგიწყებს? არა,ის იბრძოლებს სიკვდილამდე და ბევრის გასტუმრებას შეეცდება. თუ პუტინი ჩათვლის,რომ რაღაც მომენტში გარდაუვალი მარცხია,მაშინ ის გამოიყენებს ატომს და გაიყოლებს ნახევარ მსოფლიოს,თუ მთლიანს არა. ამიტომ მსოფლიო უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ რო ეს ომი გაჩერდეს,მოლაპარაკებით გადაწყდეს პრობლემა,არ არის ფანტასტიკის სფერო. ეგრე გერმანიაც დაშალეს მარტივმამრავლებად,თუმცა კედელიც დაინგრა და გერმანიაც გაერთიანდა,თან ომის გარეშე.

ეს "ექსპერტი" კი,იმას გავს და იმგვარი აზროვნება აქვს,უბანში რო სასტავი შეიკრიბება და ფილოსოფოსობს,მოსაზრებებს რო აფიქსირებენ და განიხილავენ ზოგად საკაცობრიო ამბებს,აკეთებენ დასკვნებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში,ის კაშხალი არ უნდა დანგრეულიყო და დიდი რაოდენობის მტნარი წყალი არ წასულიყო ზღვისკენ,თუმცა ეს მოხდა. იმის თქმა რო არაფერი არ ხდება და ეს არის ჩვეულებრი მოვლენა,არის ორღობის ჭორიკნობა. გასაგებია,ადამიანების პანიკას ერიდებიან ან საკურორტო სეზონის ჩაგდება არ სურთ,თუმცა ფულის შოვნაზე არ უნდა ხურდავდებოდეს ესეთი ამბები და ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულები. კორონას დროს რო მალავდნენ რაღაცეებს,ხალხი რო გამოკეტეს სახლებში და შიმშილის ზღვარზე მიიყვანეს მოსახლეობა,ეს ხო შერჩათ და ახლა მალავენ ადამიანებისთვის საშიში რაღაცას,რაც უკვე კრიმინალია.
2023, 15 ივლისი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 15 ივლისი, 18:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6