x
გურია ახალი გამოწვევების წინაშე
image
2023 წლის ივლისის თვეში გურიაში გაიმართა მედიატური, რომელიც მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაციული არეალის გაფართოებას. ამ დღეების განმავლობაში მედიატურში ჩართული მედიამაუწყებლობები გავეცანით იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც ამ ეპატზე გურიის მოსახლეობას აწუხებს. image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში ევროკავშირის, CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ პროექტები „მწვანე გურია“ და "საქართველოს კლიმატის პროგრამა" ხორციელდება. საქართველოს კლიმატის პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. რაც შეეხება „მწვანე გურიას“, ის მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს "საქართველოს კლიმატის პროგრამამ" არაერთი სამოქალაქო ორგანიზაცია დააფინანსა ადგილობრივად კლიმატის ცვლილების მიტიგაციისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელებაზე, ერთ-ერთი არის სათემო ფონდი "ლოტუსი", რომელზეც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

მედიატურის მიმდინარეობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლიმატის ცვლილება, ადაპტაცია და მიტიგაცია; ქარსაფარი ზოლები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების მიტიგაციაში გურიის მაგალითზე. ასევე გავეცანით ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებიც გურიის მაცხოვრებელმა ახალგაზრდებმა განახორციელეს გურიაში. მათ შორის არის ჰელიო დამტენებისა და ჭის პროექტები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.


სანამ ინტერვიუებს გაგაცნობთ, ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ მწვანე გურიის პროგრამის შესახებ: ეს არის ევროკავშირის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება საქართველოში და ამ წლიდან დღემდე ევროკავშირს საპილოტედ შერჩეული აქვს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები საქართველოში, სადაც ინერგება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი. უკვე 2023 წლიდან ევროკავშირმა შეარჩია გურიის რეგიონი და მისი 3 მუნიციპალიტეტი. CENN ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 3 წლის განმავლობაში იმუშავებს გურიაში სოფლის განვითარების მიმართულებით, შექმნიან ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს და გასცემენ გრანტებს გურიაში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური სერვისებისა და სხვა მიმართულებების გაძლიერების მიზნით. პროექტი ახლახანს დაიწყო და გურიაში კიდევ 3 წელი იმუშავებს.


კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი საკითხია გურიის რეგიონში, ის თავის მხრივ სოფლის მეურნეობასაც უკავშირდება. ძლიერი ქარები ხელს უშლის მოსავლიანობას და აზიანებს ინფრასტრუქტურას მედიამაუწყებლობებმა პროექტის ფარგლებში მოვინახულეთ ქარსაფარი ზოლები, რომლებიც სულ უფრო და უფრო დიდ არეალზე ვრცელდება.


image


ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ფონდი "ლოტუსის" ერთ-ერთ დამფუძნებელ, ლია კოტრიკაძესთან, რომელიც ამ პროექტის ხელმძღვანელიცაა. image

-რომელი ხის ჯიშებია დარგული ამ არეალზე?


- ეს არის ალვის ხის ჯიში, რომელიც ადაპტირებულია ამ პირობებისთვის და მორგებულია ამ კლიმატს.

-რამდენ ნერგზე იყო საუბარი?

- საუბარი იყო 3000 ნერგზე. ეს პროექტი "ნაკლებქარიანობა"იდეა წამოვიდა, როდესაც საპროექტო განაცხადი ვნახეთ, იყო ძალიან საინტერესო და ჩვენთვის ძალიან აქტუალურიც, რადგან ქარიანობა ძალიან აწუხებდა დაბას, ამავდროულად ქარსაფარი ზოლი ძალიან დაზიანებული იყო თვითნებური გაჩეხვისა და შემოღობვის გამო. ეს პრობლემა თვითმართველობასთანაც შევათანხმეთ, იყო თუ არა რეალური და მოსახლეობასთანაც ჩავატარეთ გამოკითხვა. ამ ყოველივეს შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი.

პროექტის განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარა თვითმმართველობისა და ქალაქის მერიის გვერდში დგომა. ასევე მოხალისეობრივადაც ხალხი გვერდში გვედგა, თუმცა გვჭირდებოდა მძიმე ტექნიკა, რომელიც მერიამ გამოგვიყო. ასევე უნდა აღწერილიყო და მონიშნულიყო ის ხეები, რომლებიც უკვე დაზიანებული იყო, რადგან მსგავსი ხე მოჭრილიყო. ეს ხეები მოინიშნა და მოიჭრა. შემდეგ ეს ადგილები გასუფთავდა. შემდეგ დაიწყო მიწის დამუშავება. შემოღობვითი სამუშაოები და პარალელურად დარგვა. ეს ყველაფერი იყო ხანგრძლივი პროცესი, შემოდგომას დავიწყეთ და გაზაფხულამდე გაგვიგრძელდა. დავრგეთ 300მდე ნერგი. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი დაბისთვის, რადგან ქარიანობა ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად მოსახლეობისთვის, რადგან საფრთხისშემცველია, ასევე მოსავლისთვის საშიშია, რადგან ქარისმიერი ეროზია იწვევს ნიადაგის გამოშრობას და მოსავლიანობის დაბალ დონეს.

-თქვენი სენთან დაკავშირება როგორ მოხდა?

-როდესაც ეს პროექტი ვნახეთ, შუამავალი ორგანიზაცია ჩვენსა და სენს შორის იყო ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ძალიან დავინტერესდით ამ პროექტით, შემდეგ იდეა გავაგზავნეთ, ის მოწონებული დარჩა, შემდეგ სენის მიწვევით ბულაჩაურში გავიარეთ ერთ კვირიანი ტრენინგი, რომელიც ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. ამ ტრენინგებმა დიდი როლი ითამაშა ჩვენი პროექტის დახვეწაში. სწორედ ასე საბოლოოდ მივაღწიეთ წარმატებას და მოვიპოვეთ ეს აღნიშნული სახსარი, რომლითაც განხორციელდა პროექტი.

-თქვენთან ერთად ვინ მონაწილეობდა ამ მისიის შესრულებაში?

-ჩემთან ერთად პროექტის ფინანსური მენეჯერი იყო მეგი ბიწაძე, რომელიც ასევე დამფუძნებელია ამ ორგანიზაციის. ასევე უდიდესი ჩართულობა იყო თვითმმართველობიდან. ასევე სკოლაში არსებული "ეკო კლუბი", რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს სენთან. ქალაქის მერია და მოსახლეობა.


ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის ფინანსურ მენეჯერთან, მეგი ბიწაძესთან.

image

-რა დაბრკოლებებს წააწყდით პროექტის მსვლელობისას?

-პრობლემა იყო უკვე განაშენიანებული ზოლი, მძიმე ნიადაგი, საკმაოდ დიდი სამუშაო, რომელიც მრავალი ადამიანის მობილიზებას საჭიროებდა. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას. როდესაც პროექტი დავიწყეთ მივხვდით რასთან გვქონდა საქმე, შემდეგ გავაცნობიერეთ, იყო რთული პროექტი, მაგრამ ძალიან შედეგობრივი.

-რა ფართობზეა ზოლი განაწილებული?

-თვითონ მონაკვეთი არის კილომეტრ ნახევარი, მაგრამ ზოლი, ორ ნაწილადაა გაშენებული. ასევე კონსულტაციები გვქონდა სპეციალისტებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ ნერგების რადგვის არეალს.

-ნერგები საიდან ჩამოგაქვთ?

-ნერგები მოვიტანეთ ლანჩხუთის სანერგე მეურნეობიდან.

-რამდენ ხანში ველით შედეგებს?

- ხუთ წელიწადში უკვე გვექნება კარგი შედეგი.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი "საქართველოს კლიმატის პროგრამა" წარმოადგენს ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოყალიბებულ ინიციატივას. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტს ახორციელებს სენი, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან, ჭიათურელთა კავშირთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან თანამშრომლობით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.


ინტერმედია მადლობას უხდის ევროკავშირს და მის მიერ ჩამოყალიბებულ აქტიურ გუნდს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალი წელი გააგრძელებს არსებობას და ახალი გამოწვევების მიღებას.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0