x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
Total Beauty: ჰელენ მირენის რჩევა ქალებს, როგორ შევინარჩუნოთ სხეული იდეალურ ფორმაში

image


ჰელენ მირენის მაგალითი ცხადად ადასტურებს, რომ ასაკი მხოლოდ პირობითი ციფრებია პასპორტში, რომელსაც სულის მდგომარეობასთან და თუნდაც სხეულთან საერთო არაფერი აქვს. მსახიობი აღიარებს, რომ მისთვის ფორმის შენარჩუნება ადვილი საქმე არ არის, თუმცა აქვს საიდუმლო, რომელიც ეხმარება სიზარმაცესა და აპათიასთან ბრძოლაში – და ეს შოპინგია.


image



"მე არ დავდივარ სპორტდარბაზში, თუმცა ვცდილობ იქ სიარულს, "- იღიმის სელებრითი, თუმცა მისი გარეგნობა ნათლად საუბრობს გამარჯვებაზე საკუთარ თავზე. "სინამდვილეში, ვარჯიშის დაწყება ძალიან ადვილია", - განაგრძობს მსახიობი - თქვენ უბრალოდ უნდა წახვიდეთ სავაჭრო ცენტრში და იქ ულამაზესი სპორტული ტანსაცმელი შეიძინოთ, შემდეგ მიხვიდეთ სახლში, გააკეთოთ სამი ჩაჯდომა, გაიხადოთ კოსტიუმი და მიიღოთ შხაპი".


image


ყველა ხუმრობაში, როგორც მოგეხსენებათ, სიმართლის მარცვალია, სწორედ ასე აღზარდა ჰელენ მირენმა საკუთარ თავში სპორტული სული და რეგულარული ვარჯიშის ჩვევა. "მომდევნო კვირას უნდა გააკეთოთ ოთხი ჩაჯდომა, შემდეგ ხუთი. მერწმუნეთ, ასე დაწყება მართლაც უფრო ადვილია, "-აცხადებს მსახიობი, რომელიც აღიარებს, რომ ცდილობს დღეში ვარჯიშს მინიმუმ 15 წუთი მაინც დაუთმოს. ბრიტანელი ვარსკვლავის თქმით, სხეულზე არსებულ ზოგიერთ ნაკლოვანებას კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და მაკორექტირებელი თეთრეულის საშუალებით მალავს.


image


ჰელენ მირენი ამტკიცებს, რომ არასდროს ჰქონია ჭარბი წონა და თითქმის ყოველთვის იწონიდა იმდენს, რამდენსაც დღეს – "დღემდე შემიძლია 20 წლის წინ ნაყიდი სამოსის ტარება"- აღიარებს მსახიობი, ამაში კი მას კარგი გენეტიკა, აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება ეხმარება. "ვცდილობ მეტი ჯანსაღი საკვები მივირთვა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვარ ჩაციკლული. ვფიქრობ მათ ვინც ნახა, როგორ შევექცევი ჰამბურგერს, ნამდვილად მეჩხუბებოდა, თუმცა თავს ასეთ საკვების მიღების უფლებას იშვიათად ვაძლევ. მეეჭვება, პრინციპში ეს ვინმესთვის სასარგებლო იყოს".



image


მიუხედავად იმისა, რომ მის ბევრ ვარსკვლავურ კოლეგას დაბერების კატასტროფულად ეშინია და მზადაა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ყველაფერი გააკეთოს, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანელი მსახიობი დარწმუნებულია, რომ წლები ქალს მხოლოდ ამშვენებს: "ერთხელ დედამ ბრძნული რამ მითხრა და ახლა მესმის, რომ ის მართალი იყო. მან დამაჯერა, რომ არასოდეს არ უნდა მრცხვენოდეს ჩემი ასაკის და არ ვინერვიულო ამაზე. ასაკთან ერთად გამოცდილება მოდის: რაც უფრო ასაკოვანია თქვენი სხეული, მით უფრო მახვილია გონება. უცებ ხვდები, რომ ურთიერთობებზე უნდა იმუშაო, რომ შენ - ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე არ ხარ, ხოლო - სილამაზე ერთადერთი ღირსება არ არის. გარეგნობით აკვიატება სხვა არაფერს იწვევს, გარდა სიბრალულისა".



image


"მართალი გითხრათ, არ მომწონს სიტყვა "სილამაზე", მსოფლიოში არიან ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანები (მაგალითად, დევიდ ბექჰემი არამიწიერად კარგია!), და არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან ლამაზები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ არიან ძალიან მიმზიდველები თავიანთი პიროვნული თვისებების, საოცარი ენერგიისა და ბრწყინვალე გონების წყალობით."


image


ვარსკვლავის თქმით, დღეს ის ბევრად უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ოდესმე, ხოლო მისი სილამაზის მთავარი საიდუმლო სრულფასოვან, სულ მცირე რვასაათიან ძილსა და მოწევაზე თავის დანებებაშია. მოდით, ჩვენც ავიღოთ მაგალითი ამ მართლაც სოცარი ქალბატონისგან!









0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
135