x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საშინელი კადრი წარსულიდან - დაჭრილი საბჭოთა ჯარისკაცი ტყვედ ბარდება ნაცისტებს, არადა აშკარად პატარა ასაკისაა მებრძოლი
image
ტყვედ თავის ჩაბარება თავის გადარჩენის საშუალებაა, თუმცა არანაირი გარანტია არ არსებობს გადარჩენის.


გამოუვალ მდგომარეობაში ვინ როგორ მოიქცევა ვერ განვსაზღვრავთ, ვის სიკვდილის შიში აგდებინებს ხელიდან იარაღს და თავის გადარჩენის მიზნით ბარდება ტყვედ, ვინ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ პოულობს. სადაც კი მიბრძოლია, ყოველთვის თან დამქონდა ხელყუმბარა თავის ასაფეთქებლად, რადგან სნაიპერი, როგორც წესი ტყვედ არ აჰყავთ და თუ აიყვანეს მის სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია ისეთ ტანჯვა-წამებას გამოატარებენ, ცალკე თემაა გაუძლებს თუ არა წამებას.



ეს დაჭრილი ბიჭი რუსი ჯარისკაცია მეორე მსოფლიო ომიდან, ის ახლა მოგვწონს თუ არა სამშობლოს-საბჭოთა კავშირს იცავდა, ეს პატარა ბიჭი დაჭრილია, რაც სახეზე ღვარად ჩამოსულ სისხლის კვალზეც ეტყობა.



ბიჭის უკან ვხედავთ დაღუპულ გერმანელ ჯარისკაცს, ეს სურათი გადაღბულია გერმანელების მიერ კურსკის შვერილზე 1943 წლის 7 აგვისტოს.
ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე უანალოგო, რადგან ორივე მხარეს ბრძოლაში 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე კოლოსალური რაოდენობის ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია იღბდა მონაწილეობას.




გერმანელების მიერ დაგეგმილ ოპერაციას ეწოდა "ციტადელი", რომელსაც უნდა მოექცია ქვებულში საბჭოთა ჯარები, რის შემდეგაც საბჭოელებს ორი გამოსავალი რჩებოდათ ან დანებება და ტყვედ ჩაბარება ან სრული ლიკვიდაცია.



ოპერაციაში ორივე მხარეს 2 მილიონზე მეტი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას.
ამ ბრძოლით წყდებოდა ომის შემდგომო ბედი, ნაცისტები კურსკის შვერილზე წავიდნენ "ვა-ბანკზე", თუმცა დამარცხდნენ. დანაკარგი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მხრივ იმდენად კოლოსალური იყო, რომ წარმოსადგენადაც კი საშინელებაა.



წორედ კურსკში სოფელ პროხოროვკასთან მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა, ნაცისტებმა და მისმა მოკავშირეებმა ერთი დღის განმავლობაში 350 ტანკი და 10 000 მებრძოლი დაკარგეს.

imageimage
გერმანელები გერმანულ ტანკ "ვეფხვთან" ერთად.

image
სურათზე გამოსახული ბიჭის შემდგომი ბედი ისტორიისთვისაც უცნობია, როგორც საბჭოთა ტყვეების 20%-ის. საბჭოთა ტყვეების 60%-ი დაიღუპა საკონცეტრაციო ბანაკებში. შიმშილისაგან, წამებისაგან და აუტანელი პირობების და ავადმყოფობის გამო საკონცენტრაციო ბანაკებში გარდაიცვალა 3, 6 მილიონი საბჭოთა მოქალაქე, იქნებოდა ეს სამხედროები თუ საქმოქალაქოები.



საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ტყვეებს თვლიდა მოღალატეებად (მახსოვს ხარკოვში ჩვენს მეზობლად მცხოვრები მაღალი მოხუცი, რომელიც ომში არტილერისტი ოფიცერი ყოფილა, გმორობაზეც ყოფილა წარდგენილი, მაგრამ რადგან ბრძოლის დროს დაჭრილი და უგონოდ მყოფი გერმანელებს ჩაუვარდა ხელთ, განთავისუფლების მერე გადაასახლეს, მაგრამ ამნისტიამ მოუსწრო, თან დახვრეტას გადაარჩინა მის სხეულზე დარჩენილმა მძიმე ნაიარევებმა, რაც მის ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებას გამორიცხავდა. ის რეაბილიტირებული იყო და ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით ასწავლიდა მეზობელ ქუჩაზე სკოლაში, სამხედრო საკითხებს).


"გაინადურე თავი, მაგრამ არ ჩაბარდე ტყვედ"-ღაღადებდა საბჭოთა სამხედრო დოქტრინა.



გახსოვთ ალბათ ბევრს ეს ლოზუნგიც.
image
კურსკის ბრძოლა, მონაწილე ძალები და დანაკარგები იმდენად დიდია, რომ ის დარჩება ყველაზე მაშტაბურ ბრძოლად კაცობიობის ისტორიაში.

image




0
239
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
239