x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა "Панцирь-С" სცადა ჩამოეგდო რაკეტა "Storm Shadow", რასაც უკურექცია მოჰყვა

image

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებმა სცადეს ჩამოეგდოთ ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული ფრთოსანი რაკეტა Российские силы ПВО пытались перехватить британскую "Storm Shadow ", თუმცა ამან უკურეაქცია გამოიწვია და ფრთოსანი რაკეტა დაეცა რუსულ, შდარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Панцирь-С"-ს, რომლითაც თავის დროზე ძალიან ამაყობდნენ კრემლის პროპაგანდისტები და მას მსოფლიოში უანალოგოს უწოდებდნენ.


რუსები ხშირად აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს ესა თუ ის რაკეტა, გაანადგურეს ფრანგული თვითმავალი ჰაუბიცა "ცეზარი", ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰაიმარსი და ასე შემდეგ, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.


კი, გაანადგურეს რამდენიმე ამერიკული "ბრედლი" და გერმანული ტანკი "ლეოპარდი", მაგრამ ომში მოიერიშე ტექნიკის აფეთქება ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის რაკეტით ჩეულებრივი მოვლენაა.

ახლა უკვე რუსები აცხადებენ, რომ წარმატებით აგდებენ ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებს "Storm Shadow", თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადეს.
სტატიის შესავალში სურათზე კარგად ჩანს ბრიტანული რაკეტა, რომელმაც გაანადგურა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ასევე კარგად ჩანს რუსების რამდენიმე მცდელობა ჩაეჭირათ ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა, სანამ ის დასახულ ამოცანას შეასრულებდა და რუსულ საზენიტო კორპუსს გაანადგურებდა.


სურათზე გარკვევით ჩანს რამდენიმე კონვერსიული კვალი რომელსაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტები ტოვებენ.



ფრთოსანი რაკეტის ჩაჭერა ვერ მოხერხდა და მან მძლავრი აფეთქებით გაანადგურა რუსული ნაქები კომპლექსი.

ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული კომპლექსი ცუდია, თუმცა ის გამოუსადეგარია ისეთი კლასის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, როგორიცაა ბრიტანული "Storm Shadow".


"Storm Shadow"- დიდმა ბრიტანეთმა ეს ფრთოსანი რაკეტები უკრაინას გადასცა წელს მაისის თვეში, რაკეტის მოქმედების რადიუსი სცილდება 200 კილომეტრს და მისი ცდომილება იმდენად უმნიშვნელოა, არც კი შეიძლება ის ცდომილებად ჩავთვალოთ.



უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვის თქმით, ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა უკრაინელების მიერ სტრატეგიული ობიექტის გასანადგურებლად გაშვებული აღნიშნული ფრთოსანი რაკეტა ჩამოეგდო რუსულ მხარეს.
"ყველა რაკეტამ მიაღწია სამიზნეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მან გაანადგურა დასახული სამიზნეები 100%-ით"-განაცხადა მინისტრმა.

არც ბრიტანული დაზვერვა ადასტურებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო კომპლექსებით ბრიტანული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებას.


მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტის "Storm Shadow"-შეუძლია მოატყუოს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რადგან ის იმდენად დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, მისი ჩაჭრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. გარდა ამისა რაკეტა დაცულია რადიოლექტრონული ბრძოლის საშუალებებით მის ჩახშობაზე, რაც მას ამ ეტაპზე მიუწვდომელს ხდის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის კომპლექსებისათვის.



ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ


0
140
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
140