x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კამანის ხოცვა-ჟლეტა-ერთი მძიმე ფურცელი აფხაზეთის ომიდან
image


ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 9 ივლისს აფხაზი სეპარატისტებისა და სხა დაქირავებული ბოევიკების მიერ მოხდა სოფელი კამანის ქართული მოსახლეობაზ თავდასხმა-რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "კამანის ხოცვა-ჟლეტა".


კამანი — მცირე სოფელია, განლაგებული სოხუმის ჩრდილოეთით. სოფელი ძირითადად სვანებით იყო დასახლებული. სოფელში მდებარეობდა მართლმადიდებლური ეკლესია (წმინდა გიორგის სახელობის) და ქალთა მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. 1993 წლის 5 ივლისს მათ დაიწყეს სოფელ ახალშენზე, გუმასა და შრომაზე შტურმი, ხოლო 9 ივლისს დარტყმა კამანზე განახორციელეს.



კამანი საკმაოდ გამაგრებული სოფელი იყო ადგილობრივების მიერ. დანაყოფი რომელიც სოფელს იცავდა ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა, რომლის მეთაური იყო ზაზა პაკელიანი. დანაყოფს ეხმარებოდა ბატალიონ ბაგრატიონის ოცეულიც.




მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია კამანელი მერი პაკელიანის გმირობის ამბავი_ როცა სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ქალს, მდევარმა გზა გადაუღობა, ტყვეობას სიკვდილი არჩია_მან ხელყუმბარა გახსნა… აფეთქებას მერის გარდა, ოთხი ბოევიკის სიცოცხლე ემსხვერპლა.




ბრძოლები კამანში 5 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა. სოფელს კონფედერატთა რაზმები და აფხაზი სეპარატისტები უტევდნენ ჯამში ხუთას მებრძოლზე მეტი. მიუხედავად სიმცირისა კამანის დაცვამ საკმაოდ მედგარი წინაამღდეგობა გაუწია მტერს და რომ არა მოწყვეტილი მდებარეობა ბრიგადის მთავარი ძალებისაგან მტერი მის აღებას გამოუსწორებელი ზარალის გარეშე ვერ მოახერხებდა. 9 ივლისის საღამოსთვის მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა.


კამანის ტაძარში(მთავარ ფოტოზე) და ქალთა მონასტერში შეჭრილმა მტერმა გააპატიურა, აწამა მონაზვნები და ქრისტიანული მრევლი -ამას აყურებინეს მამა იური ანუას და ქალთა მონასტრის ზედამხედველს მამა ანდრიას . მონაზვების წამების ყურების შემდეგ ქართველი სამღვდელოება ეკლესიის გარეთ დაჩოქილები დაკითხეს. „მამა ანდრიას დჯინებით ეკითხებოდნენ, ვისი იყო ეს მიწა, მაგრამ ვერ დააცდენინეს, რომ ეს აფხაზების მიწაა და არა ქართველებისა. ისინი ვერ დააკამაყოფილმა პასუხმა “აფხაზეთი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი ეკუთვნის ღმერთს” და უმოწყალოდ დახვრიტეს. მამა ანდრიასთან ერთად დახვრიტეს მამა იური ანუა და აფხაზი ახალგაზრდა მებრძოლი, სახელად დაუდი – ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ მან უარი თქვა დაეხვრიტა მღვდელი.

პარალელურად აფხაზებმა და მათმა თანამოაზრეებმა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ორი დღის განმავლობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ ნაწვალები, გაუპატიურებულები და განადგურებულები.


ზაზა პაკელიანის ცხედარი ბერძენ მოხუც ცოლ-ქმარს უნახავს და თავიანთ ეზოში დაუსაფლავებიათ, რის გამოც აფხაზებმა მოხუცი კაციც დახვრიტეს…


image




აფხაზებისა და მათი მოკავშირეების მიერ ამ სტრატიგიული ადგილის აღების შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რომელიც ამ დროისათვის უკვე ალყაშემორტყმული იყო.

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0