x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ იქმნებოდა ლეგენდა "კიევის მოჩვენებაზე", რომელიც არ არსებობდა და შესაბამისად ვერც დაიღუპებოდა

image
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად უამრავ მითს და ლეგენდას დაედო სათავე, ერთერთი მათგანია "კიევის მოჩვენება"-უკრაინელი გმირი მფრინავი, რომელიც თითქოს კიევის შემოგარენში რუსულ ბომბდამშენებს თუ მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს არ აჭანებდა და ერთერთი ასეთი საჰაერო ბრძოლის დროს დაიღუპა.

რეალურად კი, როგორც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი საუბრობს, ცალკე აღებული ასეთი მფრინავი რეალურად არ იყო უკრაინელ სამხედრო მფრინავთა შორის.

ლეგენდას "კიევის მოჩვენებაზე" ერთობლივად ქმნიდნენ უკრაინული სამხედრო გამანადგურებელი ავიაციის მფრინავები ივანო-ფანკოვსკიდან, ლუცკიდან და მირგოროდიდან.

სწორედ ამ სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ-გამანადგურებლები აგდებდნენ დღეში 7-8 რუსულ სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის თვითმფრინავებს კიევთანაც და ზოგადად უკრაინის ციდან.

"მათმა ერთობლივმა გმირობამ შექმნა ლეგენდა, ლეგენდა უძლეველ უკრაინელ მფრინავზე, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ოკუპანტების ავიაციას, არა და "კიევის მოჩვენებაა" თითოეული მფრინავი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური ავიაციის ბრიგადა"-განაცხადა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.

იური იგნატი
image

0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
101