x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
უკრაინული მხარე იძახის ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულიაო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი უარყოფს
image
უკრაინული მხარე კარგა ხანია აცხადებს რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებისათვის გაგრილების სისტემის და რეაქტორების დანაღმვის თაობაზე.


რამდენიმე დღის წინ თავად უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ რუსებმა ობიექტის გადახურვაც კი დანაღმეს.



რუსები აგრესორები კი არიან, მაგრამ დავიჯერო იმხელა გიჟები არიან ააფეთქონ "ჯოჯოხეთის მანქანა" და ამით დედამიწაზე შექმნან რეალური ჯოჯოხეთი?
ლოგიკურად, ყველამ იცის ზაპოროჟიეს ერთი რეაქტორიც რომ აფეთქდეს, აპრიორი რუსეთს, რომ დაბრალდება. ეს თავად რუსებმაც მშვენივრად იციან. მაშ რატომ უნდა გააკეთო ისეთი რამ რაც არაპოპულარულია და ტერაქტად ითვლება, როცა არსენალში გაქვს ტაქტიკური ბირთვული ქობინი რომლითაც მსოფლიოსათვის მრავალგზის უსაფრთხოდ შესძლებ ლოკალურ ნაწილზე საკმაოდ დიდი ეფექტის შექმნას?



რუსებისგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას არა, რადგან ეს ავნებს თავად რუსეთს, მის მოკავშირე ბელორუსს და ნახევარ ევროპასაც. ევროპის სახელმწიფოები კი რუსების საქციელს აუცილებლად აღიქვამენ, როგორც ტერაქტს და პასუხიც დაუყოვნებლივ გაეცემა რუსეთს (აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ღიად განაცხადა: რუსეთის მიერ ბირთვული ტაქტიკური ქობინების უკრაინაში გამოყენების შემთხვევაში შვ ზღვაზე ყველა რუსულ მცურავ საშუალებას ჩავძირავ, ხოლო უკრაინაში რუსულ დანაყოფებს ფროსანი რაკეტებით გავანადგურებო.



ჩინეთის ლიდერმა კი პუტინს განუცხადა: ბირთვული ქობინის გამოყენებას კი არა ამაზე საუბარსაც მოერიდეთო).

უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, სააგენტოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს და გულდასმით შეისწავლეს ატომური ელექტროსადგურის კვანძები, ბლოკები და რეაქტორების გაცივების სისტემისთვის განკუთვნილი წყალსაცავიც კი, მაგრამ დანაღმვის კვალი არსად არ აღმოუჩენიათ.


სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ სატურბინო განყოფილებაში, მაგრამ არც იქ დაუფიქსირებიათ დანაღმვის კვალი.

ახლა სააგენტო რუსული მხარისაგან მოითხოვს ისევ დაშვებას ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე მესამე და მეოთხე რეაქტორის სახურავის შესამოწმებლად, რადგან უკრაინული მხარე დაჟინებით იმეორებს, რომ სწორედ ამ რეაქტორების სახურავებია დანაღმული.

სიმართლე გითხრათ, არა მგონია ის რეაქტორები დანაღმული იყოს, მავანი შემომედავება კახოვკის კაშხალი ხომ ააფეთქესო?


კახოვკის კაშხალის აფეთქება მოხდა არა დაგეგმილად, არამედ ახალწვეული ჯარისკაცებისათვის დანაღმული ობიექტის ჩვენებისას ამ ობიექტზე დაშვებულ დაუდევრობას, რომელმაც აფეთქება გამოიწვია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყვითელი პრესა არაა ჭორები გავრცელოს რეალობის ნაცვლად.


0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
74