x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სტუდენტები, რომლებიც საქველმოქმედო მიზნით გაშ@შვლდნენ

image


კემბრიჯის უნივერსიტეტის სექსუალურმა სპორტსმენებმა თავიანთი მშვენიერი სხეულები კალენდრის შექმნის მიზნით გააშიშვლეს, საიდანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. გადაღებაში მონაწილეობა ცურვის, ჰოკეისა და ფეხბურთის გუნდის წევრებმა მიიღეს. სტუდენტებმა საკმაოდ კეთილშობილური მიზნისთვის მოწყობილი ფოტოსესია კემბრიჯის ისტორიული ნაწილის შენობების ფონზე მოაწყეს.


image


კემბრიჯის უნივერსიტეტის საცურაო გუნდი ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ბრტყელძირიან ნავზე პოზირებს


image


ეს მშვენიერი ტანმოვარჯიშე გოგონები კი თავიანთი მოქნილობისა და სითამამის დემონსტრირებას ბოტანიკურ ბაღში ახდენენ, იმედი ვიქონიოთ რომ ორანჟერეაში თბილოდა


image


უნივერსიტეტის ვაჟთა ჰოკეის გუნდი კი ჩოგნებით პოზირებს, და ასევე თასებით, რომელთა საშუალებითაც როგორც ფოტოდან ჩანს, სპორტსმენები თავიანთ "ღირსებებს" ფარავენ


image


უნივერსიტეტის ქალთა ჩოგბურთის გუნდი. გადაღებების დროს უნივერსიტეტის შენობა ყოველგვარი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად დროებით დაიკეტა. "ჩვენ გვინდოდა RAG-ისთვის (საქველმოქმედო ფონდი) ფულის შეგროვება საკმაოდ უჩვეულო გზით. ასე გაჩნდა შიშველი ფოტოსესიის მოწყობის იდეა უნივერსიტეტის შენობაში, სადაც ინტერიერის საოცარი სილამაზე სპორტსმენთა სრულყოფილ სხეულებს იდეალურად შეერწყა" - განაცხადა ფოტოსესიის ერთ - ერთა ორგანიზატორმა და მე-4 კურსის სტუდენტმა როვენა მაკგილმა.


image


კალენდრის შექმნაში წვლილი ასევე უნივერსიტეტის კრივის გუნდმაც შეიტანა. ზოგიერთმა სტუდენტმა 24 საათის განმავლობაშიც კი იშიმშილა ფოტოზე სხეული იდეალურ ფორმაში რომ ჰქონოდა


image


და აი, ცხენს კი სულ არ აინტერესებდა რომ ის პოლოს მოთამაშეს დედიშობილა ატარებდა


image


სტუდენტები უნივერსიტეტის ტანვარჯიშის გუნდიდან. კალენდრის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდა. "რა შემიძლია ვთქვა? პროცესი მართლაც დაუვიწყარი იყო. იცით, როცა შიშველი ადამიანების ჯგუფს ერთ ადგილას უყრი თავს, ეს საკმაოდ სახალისოა. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ისე სიხარულით მიიღო გაშიშვლების იდეა, რომ გადაღების შემდეგ ჩაცმაც კი აღარ სურდა, და რაღა თქმა უნდა, ჩემი ღრმა მადლიერება და პატივისცემა იმ გოგონების მიმართ უნდა გამოვხატო, რომლებმაც გადაღებებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს, რადგან ბევრისთვის ეს მარტივი ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა როვენა მაკგილმა.

image


უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდი


image


უნივერსიტეტის ვაჟთა ტანვარჯიშის გუნდი. კალენდრის შექმნის იდეა იმაში მდგომარეობდა რომ მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა დემენციით დაავადებული ადამიანებისა (სენილური დემენცია) და ლტოლვილთა საჭიროებებს მოხმარებოდა.










0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
190