x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე დიდი თაღლითები მსოფლიოში
image


სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 30% ერთხელ მაინც გახდა თაღლითების მსხვერპლი და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ინტერნეტმომხმარებელია. ხოლო, ვირტუალურ თაღლითობასთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლის შემდეგ შედგენილ რეიტინგში, პირველ ადგილზე, ინტერნეტ–აუქციონები აღმოჩნდა. მასზე თაღლითებს, საბაზრო ფასებთან შედარებით, ბევრად უფრო იაფად გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული აღჭურვილობა და სხვა ნივთები. კლიენტის მიერ «შენაძენის» საფასურის გადაიხდის შემდეგ კი, – გამყიდველები ქრებიან.


image


საფრანგეთის პოლიციამ დათვალა და აღმოჩნდა, რომ თაღლითებს ლუვრი, სხვადასხვა დროს, მთლიანად და ცალკეულ ნაწილებად, – 18-ჯერ აქვთ გაყიდული.


image


ამერიკელმა თაღლითებმა კი, ავსტრალიელ ბიზნესმენს თავისუფლების ქანდაკება მიჰყიდეს. როგორც მყიდველს უთხრეს, ამერიკის ხელისუფლება ნავსადგურის გაფართოებას აპირებდა და ქანდაკება ხელს უშლიდა.

თაღლითები დააკავეს და 5-5 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


image


ყველაზე ცნობილი თაღლითი ქალი ისტორიაში – «პრინცესა კარაბუს» (ნამდვილი სახელი მარი ბეიკერი) სახელით შევიდა. ის ბრიტანულ ელიტას ატყუებდა, რომ ეგზოტიკური ქვეყნის პრინცესა იყო და მას ისე ექცეოდნენ, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა. «პრინცესას» ტყუილი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა, მასში თავისი ყოფილი მდგმური ამოიცნო.

თვითმარქვიამ თავს, ამერიკაში გაქცევით უშველა.



image


ვიქტორ ლუსტინგმა 1925 წ. გაზეთში წაიკითხა, რომ ეიფელის კოშკი საშინელ მდგომარეობაში იყო და მას რემონტი ესაჭიროებოდა. თაღლითმა მაშინვე იქირავა სასტუმროში მდიდრული აპარტამენტები და პროვინციებიდან ჯართით მოვაჭრე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მიიწვია. მათ თავი ხელისუფლების აგენტად გააცნო და მათგან ერთ-ერთს, კოშკი მიჰყიდა. თაღლითობის ამბავი რომ გამჟღავნდა, ლუსტინგი ამერიკაში გაიქცა.


image


იღბლიანი თაღლითი იყო კორნელიუს კროკი. მან ციხეში წიგნი – «მწვანე ვაშლები» დაწერა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე, ბესტსელერად იქცა. ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ რომანი მთლიანად ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ჰერბერტ უელსის და სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოებების ფრაგმენტებისგან შედგებოდა.


image


მსოფლიოში ცნობილ თაღლითებს შორის, ყველაზე დიდი თაღლითი ფრენკ აბეგნეილი არის. 5 წლის მანძილზე, ის ბანკებს ძარცვავდა და ამავდროულად, ავიაკომპანია «პან ამერიკენის» მფრინავი იყო, რაც მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. 5 წლის მანძილზე, ამ გზით, 2, 5 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების არ მქონე ფრენკმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი გააყალბა, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და სამუშაო, ლუიზიანას შტატის გენერალური პროკურორის ოფისში მიიღო. ამჟამად ის, ერთ–ერთ ამერიკულ კომპანიებში, თაღლითების ამოცნობის კონსულტანტად მუშაობს.


image


ფრენკ აბეგნეილის ისტორია ფილმს – «დამიჭირე, თუ შეძლებ», დაედო საფუძვლად, რომელშიც მახვილგონიერი თაღლითის როლი ლეონარდო დი კაპრიომ შეასრულა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დისნეილენდის ატრაქციონებზე და ჰოლივუდის ფილმებში ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ

* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება



2
339
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
339
  
2023, 11 ივლისი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2