x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დავიწყებული ღმერთი სეფარა-ეშმაკის სახის რქიანი ფიგურა, რომელიც ალჟირის უდაბნოს კლდეზეა დახატული 9-10 000 წლის უკან

image

ღმერთ სეფარას ნახატი კლდეზე. ნახატი განთავსებულია ფართო კლდეზე, რომლის წინაც მოედანი დღემდეა შემონახული, სადაც ალბათ ქურუმები პატივს მიაგებდნენ მას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეშმაკის გარეგნობის ღმერთი უზარმაზარი პენისითაა გამოსახული. ნახატზე ასევე გამოსახულია მაკე ანტილოპა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწოლილი ქალი და თეთრი ანტილობები, რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ გარბიან.

image
კლოვან მასივში კლდეზე დახატული ღმერთ სეფარის ნახატი ალჟირის სამხრეთით "ტაილი-ნ-აჯერის" მთიან მასივშია და მას მეცნიერები უწოდებენ ყველაზე ლამაზ ისტორიამდელ მუზეუმს ღია ცის ქვეშ მსოფლიოში.
. ალჟირის საჰარის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პლატოზე მდენარეობს აღნიშნული მთიანი მასივი ლიბიის, ნიგერიის და მალის საზღვარზეა განთავსებული და ის იკავებს უზარმაზარ ტერიტორიას. ტასილის მთათა სისტემის კლეებზე გამოსახულია მრავლობითი ნახატები, რომელთა ნაწილი დღესაც შესწავლის პროცესშია, ნახატების უმრავლესობაზე ადამიანების და ცხოველების ცხოვრებაა ასახული ალჟირის საჰარაში.

imageimage
ტასილის მთიან მასივში შემონახულია დაახლოებით 15 000 (შესაძლოა მეტიც) კლდეზე შსრულებული ნახატი, სადაც გამოსახულია ველური და შინაური ცხოველები, ადამიანები, გეომეტრიული ფიგურები და მითიური არსებები, ადამიანი-ცხოველის თავით, ასევე ღმერთის თავით.
ტასილი-ნ-აჯერის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს 1982 წელს.

imageimage
ღმერთ სეფარის სრული სურათი ასე გამოიყურება

image



0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
59