x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს უცნობილესმა ფეხბურთელმა რონალდომ საუდის არაბეთში გააგრძელა კარიერა და ამისთვის კანონში ცვლილებებიც კი შეატანინა არაბებს
image
რონალდომ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც საუდის არაბეტში გააგრძელებს საფეხნურთო კარიერას.


რონალდო და მისი მეგობარი ქალი ჯორჯინე როდრიგესი ოფიციალურად არ არიან ქორწინებაში, საუდის არაბეთის კანონებით კი საუდის არაბეთში ერთ ოჯახში ვერ იცხოვრებს წყვილი, რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.


საუდის არაბეთში პოპულარული ფეხბურთელის გამო ეს კანონი ნაწილობრივ შეცვალეს და რონალდოს უკვე როდრიგესთან და შვილებთან ერთად შეუძლია იცხოვროს ერ-რიადში ოჯახით.

თავად მადრიდის " რეალის" ისტორიაში ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის გადასვლა საუდის არაბეთის გუნდში სენსაციად იქცა, თუმცა რონალდუს უკეთესი შემოთავაზება არც ჰქონია სინამდვილეში.


ის ხელფასის სახით წელიწადში მიიღებს კოლოსალურ თანხას-176 მილიონ ფუნტ სტერლინგს "ალ-ნასრში".

შესაძლოა რონალდოს საქციელს სხვებმაც მიბაძონ და საუდის არაბეთში გადაბარგდნენ, ცნობილია კიდევ ერთი უკვე ყოფილი "რეალის" ვარსკვლავის ქარიმ ბენზემას კონტრაქტის შესახებ, ბენზემამ ხელი მოაწერა კონტრაქტს "ალ-იტიხადთან".

გარდა ამისა ერ-რიადში მალე ოჯახით ჩავა რონალდოს ყოფილი მეტოქე, არანაკლებ ცნობილი ლიონელ მესი, რომელმაც ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის იქნება სამეფოს წარმომადგენელი სპორტულ ტურიზმში მსოფლიო მასშტაბით, რისთვისაც წელიწადში 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ამასობაში კი რონალდო ოჯახით უკვე ეჩვევა ერ-რიადს, დაფრინავს საკუთარი თვითმფრინავით, ცხოვრობს ფეშენებელურ ვილაში ოჯახთან ერთად.

რონალდო ოფიციალურად მიიწვია ქვეყნის პრინცმა, ასევე სპორტის მინისტრმა, რონალოს მეგობრის, ცნობილი ტელეწამყვანის პირს მორგანის თქმით რონალდო იდეალურად გრძნობს თავს საუდის არაბეთში, სარგებლობს უზარმაზარი პრივილეგიებით, საჩუქრად მიიღო მილიონ დოლარად ღირებული საათი, შოპინგ-ცენტრებში მას და მის მეგობარ ქალს უზარმაზარ ფასდაკლებას უკეთებენ.

თავის მხრივ არც რონალდოს მეგობარი ქალი ზის უმოქმედოდ, მის "ინსტაგრამ" გვერდს 49 მილიონი გულშემატკივარი და ხელმომწერი ჰყავს.



როდრიგესი რომ დროს სასიამოვნოდ ატარებს ოჯახთან ერთად და ცალკეც ეს სურათებიც მეტყელებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














0
225
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
225