x
image
თეონა გორდეზიანი
რას გრძნობს შეყვარებული ადამიანი..

მუზას..ციდან- მიწამდე....image

უსასრულობის სივრცეებში..ფრთებ -გაშლილი ვარ,


ვმაღლდები ცამდე..ღრუბლის კიდემდე,


ცისფერ ზვირთებში მწირი მგზავრივით დავეხეტები,


ბედნიერების ცრემლებს დავღვრი ცის კაბადონზე.


შთაგონებისთვის მუზებს მოვუხმე ყველა კარიდან,


ლაბირინთიდან გამოვედი... შენთან მოვედი,


ჰოდა, შენს გულში დავიკარგე სულ გავიხლართე,


და შენს გრძნობებში უსუსური შენ დაგემონე...


შენთან მოსვლამდე არ დამჭირდა ცის ღმერთის ძალა.


შენთან მოსვლამდე ლაბირინთებში _არც არიადნე..


მხოლოდ სიყვარულს ვავედრებდი_დიდ აფროდიტეს..


სწორ გზაზე მევლო არ დამეკარგე...


გამოვიარე უსასრულობის-უსასრულობა,


ღრუბლების გროვა ციდან ცამდე გადმოვიარე,


მაინც შენთან ვარ შენი მსგავსი ვერსად ვიხილე,


შენზე ფიქრები ცისფერ ზვირთებშიც კი ვერ მოვფანტე,


* * *


უსასრულო გზის უხილავი გზებით მოვედი,


და სიყვარულის ბილიკები შემოვიარე,


დღეს კი შენთან ვარ- ვინც მე ვიწამე,


მე ხომ შენს მეტი არვინ მინდა დედამიწაზე.



0
1
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0