x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
არაკი რუსის, ფინელის და გერმანელის მენტალობაზე
image

რუსი ტყეში მისეირნობდა, დაინახა უპატრონოდ მიტოვებული კალათა.მიიხედ-მოიხედა დაავლო ხელი და სახლში წააცუნცულა...


გააჩერეს და ჰკითხეს:"რატომ აიღე კალათა? შენი იყო?"


-არა -უპასუხა რუსმა.




-მაშინ რატომ აიღე?


-იმიტომ რომ უპატრონოდ იყო მიტოვებული.


-უპატრონოდ იყო, მაგრამ შენი რომ არ იყო?


-მერე რა, რომ ჩემი არ იყო, პატრონი ხომ არ ჰყავდა?


ასე გაგრძელდა კამათი, ისე რომ რუსი თავის აზრზე ბოლომდე დარჩა.




ახლა ფინელმა გაიარა ტყეში, დაინახა კალათა, გულგრილად შეათვალიერა და გზა გააგრძელა.


გააჩერეს და ჰკითხეს:"კალათა ხომ ნახე? რატომ არ აიღე"?


-იმიტომ რომ ჩემი არ იყო-უპასუხა ფინელმა.


-შენი არ იყო, მაგრამ პატრონი რომ არ ყავდა?


-მერე რა რომ არ ყავდა, ის ხომ ჩემი არ იყო.


კამათი გაგრძელდა, ისე, რომ ფინელი თავის აზრზე ბოლომდე დარჩა.



ამჯერად გერმანელმა გაიარა ტყეში, ნახა კალათა აიღო და სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული, პატრონის ძებნაში...გააჩერეს და ჰკითხეს:"რატომ აიღე კალათა?"


"მიტოვებული იყო, ალბათ ვინმეს დარჩა და პატრონის ძებნა დავიწყე"-უპასუხა გერმანელმა.


'სახლში რატომ არ წაიღე, ან რატომ არ ჩაუარე?"


"იმიტომ, რომ ჩემი არ იყო, ხოლო კალათას თავისთავად პატრონიც ეყოლებოდა"-უპასუხა გერმანელმა.


კამათი გაგრძელდა, ისე, რომ გერმანელი თავის აზრზე დარჩა.

1
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
2023, 3 ივლისი, 17:51
შენ რას იზამი არაჩანდა? ხო გააცუნცულებდი სახლში, ნახე რა კარგი კალათაა. თუ მენტალიტეტი გაინტერესებს
ამ სამიდან ყველაზე მაგარი დებილი ფინელია.
0 1 1