x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
რა ჰქვია უზარმაზარ მწერს, რომელიც ერთხელ მაინც შეგხვედრიათ


მარმარა ღრაჭა



ალბათ, ზაფხულობით, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ მწერი, რომელიც დაფრინავს ნელად და მძიმედ.

მფრინავი მწერის კვალობაზე მისი სიდიდე შიშისმომგვრელად გამოიყურება და ჭიამაიისგან გასხვავებით ხელისგულზე არ ისვამენ.



მას მარმარა ღრაჭა ჰქვია, ლათინურად კი - Polyphylla.


ის 3.5 სმ სიგრძისაა და ყველაზე მეტად ამიერკავკასიაში, აზიასა და ირანშია გავრცელებული.



განეკუთვნება ფირფიტულულვაშა ხოჭოსებრთა ოჯახს.


იკვებება მცენარეების ფესვებით და ზიანის მომტანია სოფლის მეურნეობაში. ღრაჭას განსაკუთრებით უყვარს ვაზი, ახალგაზრდა ვენახი და ხე-ხილის სანერგეები.


გავრცელების ადგილების მიხედვით არსებობს მარმარა ღრაჭას სახელწოდებები Polyphylla abhasica, Polyphylla caucasica და Polyphylla persica.


კავკასიური მარმარა ღრაჭა აღმოაჩინა გერმანელმა ენტომოლოგმა ლუკას ფრიდრიხ ჰეიდენმა, 1864 წელს.


არსებობს 80 მდე სახეობის მარმარა ღრაჭა.





Polyphylla caucasica


ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა




Polyphylla decemlineata


Polyphylla decemlineata


ეს სახეობა აღმოჩენილია 1823 წელს ამერიკელი ენტომოლიგის ტომას სეის მიერ.







0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0