x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინკების იმპერიის დაუჯერებელი ეკონომიკური წყობა
მე-16 საუკუნის დასაწყისში, როცა ევროპას შუასაუკუნეების ათასწლოვანი ლეთარგიული ძილისგან ჯერაც ბოლომდე თავი არ დაეღწია, სამყაროს მეორე ბოლოში ინკების აყვავებული იმპერია უკვე ნახევარ მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.


ინკების დედაქალაქს კუსკო ერქვა. დღეს ამ ქალაქის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, მაშინ კი ეს გასაოცრად განვითარებული და სრულიად თავისებური იმპერიის უმდიდრესი დედაქალაქი გახლდათ.


ინკები ძირითადად არ იცნობდნენ ფულს. ფულის ნიშნები ამ თვალუწვდენელ იმპერიაში თითქმის არ არსებობდა. ვაჭრობა ძალიან ინტენსიური იყო, თუმცა მას უმეტესწილად ნატურალური ხასიათი ჰქონდა.


ინკა



ინკების იმპერიას ყოველი ახალი ტერიტორია უპრობლემოდ უერთდებოდა, რადგან მის შემადგენლობაში მოქცეულ თითოეულ ხალხს საკუთარი ენის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნება დაუბრკოლებლად შეეძლო. მათ არავინ დევნიდა და არავინ ემუქრებოდა.


ამგვარად ინკების იმპერია მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო, სადაც ყველა ეთნოსი ჰარმონიულად ცხოვრობდა და თანაარსებობდა ერთმანეთის გვერდიგვერდ.


რადგან ფული თითქმის არ არსებობდა, ინკების იმპერიაში გადასახადებსაც ნატურით კრეფდნენ. სახელმწიფო საკუთარი მოხელეების მეშვეობით მოსახლეობას ართმევდა მოსაკრებელს საკვები პროდუქტების სახით, რაც შემდეგ კვლავაც ამავე მოსახლეობაში, უმაღლესი მმართველის, ინკას შეხედულებისამებრ ნაწილდებოდა. მიღებული იყო სახელმწიფოსთვის სასარგებლო შრომაც, რაც ასევე სავალდებულო გახლდათ.


ინკების იმპერიაში ფულს მხოლოდ ვაჭრები იყენებდნენ. ფულის სახით გამოიყენებოდა სპილენძის პატარა ფირფიტები. თითოეული ასეთი ფირფიტა ტბა ტიტიკაკას ზეგანზე იჭრებოდა. ვაჭრებს ფირფიტების გადაცვლა სხვადასხვა საქონელში მარტივად შეეძლოთ.


ინკა


ტიტიკაკას ზეგანზე მცხოვრები ადამიანები თევზსაც იჭერდნენ, ახმობდნენ და მერე ვაჭრებს ატანდნენ. გამხმარი თევზი არ ფუჭდებოდა და ადგილობრივებისთვის გადახდის ერთგვარ უნივერსალურ პარალელურ საშუალებასაც კი წარმოადგენდა სპილენძის ფირფიტების კვალდაკვალ.


ინკების იმპერიაში გადამზიდავი ცხოველების ნაკლებობაც იყო. ცხენები, ხარები, კამეჩები და აქლემები აქ არ არსებობდა. მათ ნაცვლად ლამებს იყენებდნენ. სწორედ ლამებით გადაჰქონდათ სახელმწიფო მოხელეებს გადასახადების სახით აკრეფილი საკვები პროდუქტები. ასევე ლამების მეშვეობით დაჰქონდათ ხელოსნებს და მეწარმეებს ქალაქიდან ქალაქში საკუთარი ნაწარმი.


ლამა მთლად სუსტი ცხოველიც არ არის, 60 კილოგრამამდე ტვირთს უპრობლემოდ ზიდავს, თუმცა მერე უჭირს. ამიტომ ზედ შესაჯდომად არ გამოდგება. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ინკების იმპერიის მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ტვირთების გადატანით იყო დაკავებული, ძირითადად ფეხით დასდევდა ლამებს.


ინკა


ასე მისდევდნენ ინკების იმპერიის მაცხოვრებლები ტყეებსა და ხევხუვებში მოფენილ ბილიკებზე უწყინარ ცხოველებს და შესაძლოა წუთისოფლის სიმოკლეზეც ჩვენსავით ხშირად ფიქრობდნენ, გარდაცვლილ ახლობლებზეც, შეყვარებულთან განმარტოებაზეც და წარსულის დღეებზეც. ვინ იცის?


სამწუხაროდ აღარ არსებობენ, რომ ვკითხოთ, თუ რას გრძნობდნენ და რას განიცდიდნენ…

3
453
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
453
  
2023, 11 ივლისი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3