x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
მსოფლიოს 13 უჩვეულო საათის კოშკი


მსოფლიოს უჩვეულო საათის კოშკები



კოშკებზე საათი ოდითგანვე ხალხის საჭიროებაც იყო და ისტორიის საკულტო ელემენტიც. ამ მიზეზით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან და ხალხმრავალ ცენტრებში, მსოფლიოს ყველა ქალაქში შეხვდებით კოშკებზე განთავსებულ საათებს. მათ შორის საქართველოშიც.



რომელია თქვენი ფავორიტი?




1. ბიგ ბენი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


ბიგ ბენი,  ლონდონი



ლონდონის სიმბოლო "ბიგ ბენი" მდებარეობს ლონდონის ისტორიულ რაიონში, ვესტმინსტერის სასახლის ჩრდილოეთ ბოლოში.


კოშკის ოთხივე მხარეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საათებია განთავსებული. ციფერბლატის დიამეტრი 7 მეტრია. პატარა ისრის სიგრძე 2, 7 მეტრია, დიდის კი - 4, 2. კოშკი ბრიტანეთში ყველაზე მაღალი საათის კოშკია, სიმაღლით 96 მეტრი.


"ბიგ ბენი", ანუ "დიდი ზარი", ასევე ცნობილია ელიზაბედის კოშკის სახელითაც. 2012 წლიდან სწორედ ასე ეწოდება ოფიციალურად.


"ბიგ ბენის" მშენებლობა 1858 დასრულდა.






2. გაბრიაძის საათის კოშკი

თბილისი, საქართველო


საათის კოშკი,  თბილისი


ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ემბლემური ნაგებობა. თოჯინების ოსტატმა რეზო გაბრიაძემ ის 2010 წელს ააგო, მისი თეატრის განახლების დროს, თეატრის გვერდით.


"ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა" - წერია გაბრიაძის თოჯინების თეატრის ვებ-გვერდზე.





3. წმინდა მარკოზის საათის კოშკი

ვენცეცია, იტალია


წმინდა მარკოზის საათის კოშკი,  ვენეცია


ასტრონომიული საათი ვენეციაში, წმინდა მარკოზის მოედანზე, მე-15 საუკუნის ინჟინერიის გასაოცარ ნიმუშს წარმოადგენს. ის დააპროექტა მაურიციო კოდუსიმ და მისი აგება 1496 წელს დაიწყო.

საათი აჩვენებს დროს, მთვარის ფაზებს და ზოდიაქოს ნიშნებს.





4. ფილადელფიის მერიის შენობის კოშკი

აშშ


ფილადელფიის მერიის შენობა,  აშშ

ფილადელფიის მერია მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო მისი გახსნის დღიდან 1901 წლიდან 1908 წლამდე.

მას აქვს ოთხი საათი, რომელთაგან თითოეული 8 მეტრია. კოშკის სიმაღლე კი 167 მეტრს შეადგენს.





5. საათების კოშკი მექაში

საუდის არაბეთი


საათების კოშკი,  მექა


მექაში, წმინდა ქვის მახლობლად მდებარე სასტუმრო Makkah Royal Clock Tower, არის ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდი საათის კოშკი მსოფლიოში.

თითიეული ოთხივე საათის (ოთხივე მხარეს) დიამეტრი 43 × 43 მეტრია.

მექას სამეფო საათის კოშკი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა მსოფლიოში თავისი 601 მეტრი სიმაღლით.

მისი მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2011-ში დასრულდა.





6. ასტრონომიული საათი პრაღაში

ჩეხეთი


ასტრონომიული საათი,  პრაღა


ვენეციის წმინდა მარკოზის საათის მსგავსად პრაღის ასტრონომიული საათიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საათის კოშკია. იგი აშენდა 1410 წელს და დღემდე პრაღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.





7. მარიენპლაცის საათი

მიუნხენი, გერმანია


მარიენპლაცის საათი,  მიუნხენი
მარიენპლაცის საათი,  მიუნხენი


Rathaus-Glockenspiel არის დიდი მექანიკური საათი, რომელიც მდებარეობს მარიენპლაცის მოედანზე, მიუნხენის ცენტრში.


საათი ცნობილი თავისი რეალური ზომის პერსონაჟებით და რეზო გაბრიაძის კოშკის საათს მოგაგონებთ.


საათი დღეში ორჯერ ასახავს სცენებს მიუნხენის ისტორიიდან. პირველი არის ჰერცოგ ვილჰელმ V-ის ქორწინების ამბავი 1568 წელს რენატა ლოთარინგიელთან და მეორე მოგვითხრობს Schäfflerstanz-ის ისტორიას, ან სხვაგვარად ცნობილი, როგორც კუპერის ცეკვას. [ვიკიპედია].


მთელი შოუ გრძელდება 12-15 წუთი, იმისდა მიხედით რომელი მელოდია უკრავს იმ დღეს.


შოუს ბოლოს, პატარა ოქროს მამალი კოშკის თავზე სამჯერ ყივის, რაც სპეკტაკლის დასასულს აღნიშნავს.





8. ციტგლოჰის საათი

ბერნი, შვეიცარია


ციტგლოჰის საათი,  ბერნი


Zytglogge საათის კოშკი შუა საუკუნეებში 1220 წელსაა აგებული და მას სხვდასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ იყენებდნენ, როგორც დაცვის კოშკად, როგორც ციხედ.

შენობის დღევანდელი იერსახე კოშკი ასტრონომული საათით შენარჩუნებულია მე-15 საუკუნიდან.





9. მშვიდობის კოშკი

ოტავა, კანადა


მშვიდობის კოშკი,  ოტავა


"მშვიდობის კოშკი" აგებულია 1858-1866 წლებში თომას ფიულერის მიერ. მას 1916 წლამდე სანამ ხანძარი გაანადგურებდა, Victoria Tower ეწოდებოდა.


92 მეტრიანი კოში კანადის პარლამენტის კომპლექსის მთავარი ბლოკის ცენტრში დგას.





10. ჯოზეფ ჩემბერლენის მემორიალური საათის კოშკი

ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი


ჯოზეფ ჩემბერლენის მემორიალური საათის კოშკი,  ბირმინგჰემი


მდებარეობს ბირმინგემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ეზოში და არის ყველაზე მაღალი თავისუფლად მდგარი საათის კოშკი მსოფლიოში. მისი სიმაღლე 100 მეტრია.


კოშკი აშენდა 1900 წელს ბრიტანელი პოლიტიკოსის ჯოზეფ ჩემბერლენის სახელის აღსანიშნავად.




11. რაჯაბაის საათის კოშკი

მუმბაი, ინდოეთი


რაჯაბაის საათის კოშკი,  მუმბაი


Rajabai Clock Tower მდებარეობს მუმბაის უნივერსიტეტის კამპუსში.


85 მეტრი სიმაღლის საათის კოშკი 1878 წელს ააშენეს ინგლისელი არქიტექტორის სერ ჯორჯ გილბერტ სკოტის დაპროექტებით. ამავე არქიტექტორის მიერაა შექმნილი ბიგ-ბენის მოდელიც.





12. კონსერჟერიის საათი

პარიზი, საფრანგეთი


პირველი საზოგადოებრივი საათი პარიზში


ესაა პირველი საზოგადოებრივი საათი პარიზში. ააგო გერმანელმა ინჟინერმა ჰენრი ლე ვიკმა 1370 წელს და დაამონტაჟა კონსერჟერიის სამეფო სასახლის ერთ-ერთ კოშკზე.





13. ასტრონომიული საათი ბათუმში

საქართველო


ასტრონომიული საათი ბათუმშიფოტო: Plamen B გუგლ-მეპიდან


მდებარეობს ძველ ბათუმში, ერას მოედანზე, ყოფილი ეროვნული ბანკის რეკონსტრუირებულ შენობის კოშკზე, რომელიც 2010 წელს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეყილებით დამაგრდა.

საათი რეალურ დროსთან ერთად აჩვენებს მზის, მთვარის, ზოდიაქოს ნიშნებისა და პლანეტების განლაგებას.




7
234
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
234
  
2023, 1 ივლისი, 6:09
კარგია რომ ვიღაცის იმედი გაქვს, მაინც როგორ სწორად გააქვს გააზრებული?
2023, 1 ივლისი, 5:58
უფრო შენი იმედი მაქვს ????
2023, 1 ივლისი, 5:47
შენ სწორად გაქვს გააზრებული?
2023, 1 ივლისი, 5:37
ნებისმიერი ვინც სწორად იაზრებს რუსეთის რაობას არამგონია რუსოფილი იყოს
2023, 1 ივლისი, 2:39
რატომ, რუსოფობიით ხარ დაავადებული? თუ გგონია რომ ასე პატრიოტობ?
2023, 1 ივლისი, 2:04
არ მსურს რუსეთის პოპულარიზება, კრემლის საათის მითუმეტეს.
2023, 1 ივლისი, 1:08
კრემლის საათზე რატომ არაფერი არ დაწერე, თუ გეშინია რუსეთუმეობა არ დაგწამონ?
0 1 7