x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვს მის დედასთან სექსის გადაღებას აიძულებდა
ეს შემზარავი ფაქტი გერმანიის ქალაქ კალვში დაფიქსირდა. როგორც გამოძიებამ გაარკვია, პატარა ბავშვს წლების მანძილზე 35 წლის დედა და მისი 67 წლის პარტნიორი, ველორბოლაში ორგზის ოლიმპირი ჩემპიონი გრეგორ ბრაუნი მათი სექსუალური აქტის გადაღებას და კამერის წინ პოზირებას აიძულებდნენ.


ყველაზე შოკისმომგვრელი ისაა, რომ გოგონა, რომელიც მისი დედის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის სექსს ვიდეოკამერაზე წლობით იღებდა, ამ საქმიანობის დაწყების მომენტში 6 წლისაც კი არ გახლდათ.


სასამართლო


არსებობს სულ ჯამში 55-მდე ვიდეოფირი, რომლებიც გოგონას მიერ 2013-2018 წლებშია გადაღებული. მათ შორის ზოგიერთი სცენა შტუტგარტის სამხრეთში, ტყეშია ჩაწერილი, ჩემპიონის კუთვნილ მცირე ზომის ავტობუსში, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის პროკურატურის ინფორმაციით ვიდეოს გადასაღებ ადგილად გადააკეთეს.



გრეგორ ბრაუნის იძულებით ბავშვმა საკუთარი დედა მასტურბაციის პროცესშიც კი გადაიღო. გარდა ამისა, ოლიმპიური ჩემპიონი საკუთარ პარტნიორ ქალს აიძულებდა, შვილის შიშველი ფოტოები თავადაც გადაეღო და მისთვის გაეგზავნა.


ოლიმპიური ჩემპიონი ქალს სექსისთვის ფულს უხდიდა, ხოლო როცა ამ ყველაფერში ბავშვიც მონაწილეობდა, კიდევ უფეო მეტ თანხას სთავაზობდა.


სამართალი


ყველაფერი 2018 წელს დასრულდა, როცა ბავშვმა დედა მიატოვა და სახლიდან გაიქცა. მას სამი წელი დასჭირდა, სანამ სოციალური სამსახურის ნდობით აღჭურვილ პირს მომხდარის შესახებ მოუყვებოდა.


გრეგორ ბრაუნმა სპორტულ წარმატებას გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაღწია. მან ქალი, რომელთან ერთადაც ეს შემზარავი ქმედება ჩაიდინა, 17 წლის წინ გაიცნო. მაშინვე შესთავაზა ფული სექსის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ქალი პარალელურად სხვა მამაკაცებსაც ხვდებოდა და მათგანაც იღებდა გასამრჯელოს.


სისხლის სამართლის საქმე გრეგორ ბრაუნის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ აღიძრა. ყოფილ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს და მის 35 წლის პარტნიორს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

1
429
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
429
  
2023, 27 ივნისი, 16:33
"პრადვინუტი" ევროპა.
0 1 1