x
image
თუთიკო ბერძენა
"თქვენსავე პარტაქტივს და აგიტატორებს აყენებთ შეურაცხყოფას და ეუბნებით, რომ ევროპა გარყვნილია, გარყვნილების პროპაგანდას ეწევა  და თურმე საქართველოსთვის  ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა"
image



„სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს და ისე აღგიწერეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. დანარჩენი ან შესრულებელი არ არის, ან მეტწილად შეუსრულებელია. ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე გამხელთ თქვენ“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა სახელისუფლებო გუნდს.


მისი თქმით, სახელისუიფლებო გუნდი საშინლად ტყუის, როცა ამბობს, თითქოს მას ოპოზიცია უშლის ხელს რეკომენდაციების შესრულებაში.


„თუ ოპოზიცია გიშლით ხელს რეკომენდაციების შესრულებაში, იმ 3-ის შესრულებაში ვერ შეგიშალათ ხელი? საქმე იმაშია, რომ როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს, მაშინ რეკომენდაციები სრულდება. მაგალითად, გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია, სხვათა შორის, ოპოზიციის ჩართულობით. როდესაც პოლიტიკური ნება არ არსებობს და რეკომენდაციის შესრულება თქვენს ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, მაშინ არ გინდათ, რომ იგი შეასრულოთ, როგორიც არის, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია“, - მიმართლა საპარლამენტო უმრავლესობას ანა ნაცვლიშვილმა.



ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასევე ტყუილია, სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდა ევროპის გარყვნილებასთან დაკავშირებით.


„ თქვენივე პარტაქტივს და აგიტატორებს აყენებთ შეურაცხყოფას და ეუბნებით, რომ ევროპა გარყვნილია, გარყვნილების პროპაგანდას ეწევა და თურმე საქართველოსთვის ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა. ჩამოყალიბდით, ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა ევროპას, თუ კარგია ავროკავშირი და თქვენ გამალებით მუშაობთ, რომ ქვეყანა ამ ევროკავშირში შეიყვანოთ. და თუ სიმართლეა, რასაც თქვენი ლიდერები და მხარდამჭერები ავრცელებენ - რომ ცუდია ევროპა, მაშინ რაზე მუშაობთ გამალებით? რომელია სიმართლე? რომელიღაც ამ ორიდან ტყუილია და ამ ტყუილზეც აიღეთ პასუხისმგებლობა. გამოდით და თქვით ის, რაც არის სიმართლე, ნუ გეშინიათ! არ არის სიმართლე საშიში. ტყუილია საშიში, რომელშიც ახლა მკაფიოდ გაიხლართეთ და არც გყოფნით უნარი, ამ ტყუილზე აიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სახელისუფლებო გუნდთან მიმართებით.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0