x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ამ ისტორიაში ერთი საინტერესო ამბავია რაზედაც არავინ საუბრობს"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 70 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს და წერს:


"70 წლის წინ მოსკოვში, თავის ბინაში დახვრიტეს ლავრენტი ბერია. პიროვნება ვინც მსოფლიო ომში შეტანილ წვლილს რომ რომ თავი დავანებოთ ატომური იარაღი შესძინა რუსეთს, რა ფაქტორზე დღესაც დგას ეს იმპერია. შემდგომი ვითომ სასამართლო პროცესები იყო დანაშაულებრივი სიმულაცია იმ დონეზე, რომ საქმეში ბერიას თითის ანაბეჭდიც კი არ არსებობს, აღარაფერს ვამბობ ხელით დაწერილი ჩვენების არ არსებობაზე.


ნათელია, რომ ეს პიროვნება გარდა კრემლდი ტრადიციულად ატეხილი ძალაუფლების გადასანაწილებელი დატაკებისა გარდა შოვინისტური ნაციონალიზმის მსხვერპლი რადგამ სწორედ ამ ნიშნით შეკრა პირი ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ძალებმაც კი. ამ ისტორიაში ერთი საინტერესო ამბავია კიდევ რაზედაც არავინ საუბრობს—- მაშინდელმა საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა უარი განაცხადა გაეცა დაპატიმრების სანქცია ბერიაზე რადგან ეს უკანასკნელი დეპუტატი იყო და აღნიშნულს მაშინდელი პარლამენტის — უმაღლესი საბჭოს ნებართვა სჭირდებოდა.


რის გამოც ეს პროკურორი მოხსნეს ხოლო კიევიდან სასწრაფოდ გადმოიყვანეს უკრაინის პროკურორი რუდენკო რომელმაც თვითონ შეთხზა ყოველი ტყუილ—- მართალი სისხლის სამართლის საქმეში. ისე ახლა მაინც მოგვცა იმ საფონოვისისნაირი პროკურორები მართლაც ბედნიერები ვიქნებოდით."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.








0
238
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
238