x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ამბოხების ჩახშობის შემდეგ გადარჩება კი პუტინი?"

image


MSNBC–ზე გამოსვლისას, აშშ–ს არმიის გადამდგარმა გენერალმა ბარი მაკკაფრიმ (Barry McCaffery) ივარაუდა, რომ ვაგნერის ამბოხების ჩახშობის შედეგად, მხოლოდ ვ. პუტინი კი არ დაზარალდა, არამედ მისი მოკავშირეები საერთაშორისო საზოგადოებიდან, რომლებმაც ფსონი რუსეთის პრეზიდენტზე დადეს... კრის იანსინგთან საუბრისას, მაკკაფრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი დახმარებას, საბრძოლო იარაღის სახით, სხვა ქვეყნებისგან იღებდა. მაგრამ, ახლა, როდესაც მისი მდგომარეობა შეირყა, რაზეც შესაძლო გადატრიალების საფრთხე მოწმობს, შესაძლებელია, გარედან იარაღის მიღების წყარო «დაშრეს».

ხოლო, წამყვანის კითხვაზე, «გადარჩება», თუ არა პუტინი, ამბოხების ჩახშობის შემდეგ — ყოფილმა გენერალმა თქვა, რომ «რუსეთის პრეზიდენტს მთელი რიგი ახალი პრობლემა აქვს, რომელთანაც მას გამკლავება მოუწევს... და უნდა ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მისთვის, აშკარად, კარგი არ იქნება — მისი საერთაშორისო პარტნიორები ეჭვებში იქნებიან, იმასთან დაკავშირებით, დაუჭირონ, თუ არა მხარი მას სამხედრო სფეროში. ის — ეკონომიკური კატასტროფის ზონაშია და ერთადერთი, რაც აქამდე მოიყვანა, — ეს ენერგიაა, რომლის გაყიდვაც მას შეუძლია. მაგრამ, ევროპა ალტერნატიულ წყაროებს ეძებს... როგორც ჩანს, ის მართლაც ძალიან სუსტ მდგომარეობაშია».



პუტინმა «ვაგნერის» სამხედრო დაჯგუფების ლიდერის წინააღმდეგ, «გადამწყვეტი ზომების» მიღების პირობა დადო, იმ დროს, როდესაც ამბოხებულები «მოსკოვზე» მიდიოდნენ.


P. S. თუმცა, სავარაუდოდ, პუტინი, კონკრეტული პიროვნება კი არ, უფრო, თანამდებობაა... რადგან 2015 წ. CIA–ის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, პირი, რომელიც პუტინის სახელით, 2015 წელს იტალიაში ჩავიდა — პუტინის ქალიშვილების ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა.
პუტინის თმა და თითის ანაბეჭდები, სწორედ ხსენებული ვიზიტის დროს იყო აღებული. რაც შეეხება პრეზიდენტის ქალიშვილების გენეტიკურ მასალას, ის უფრო ადრე, მათი საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს მოიპოვეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2007-2008 წლებშიც, აღებული იყო რუსეთის პრეზიდენტის გენეტიკური მასალა, რომელიც ასევე არ ემთხვევა, 2015 წ. აღებული მასალის ანალიზის შედეგებს.


image


ამდენად, უცნობია, თუ ვინ ასრულებს ვ. პუტინის როლს დღეს — არის თუ არა ეს ადამიანი რუსეთის პრეზიდენტის მოადგილე, ან იქნებ, გარკვეული უფლებამოსილებებიც გააჩნია? და სად არის, ან რა დაემართა ნამდვილ პუტინს? — ამ კითხვებზე პასუხი, არ არსებობს...
ადრე ექსპერტები და სხვადასხვა მედია საშუალებები, აქტიურად განიხილავდნენ ამ საკითხს და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სახე ფოტოსურათებზე და ვიდეოკადრებზე, რომლებიც, არც თუ ისე დიდი დროის შუალედში იყო გადაღებული — შესამჩნევად განსხვავდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "კანონზე მაღლა ვერავინ იქნება" – ბარაკ ობამა

* სიზმარში გაკეთებული, 10 გენიალური აღმოჩენა

* საუზმეზე და საკვებზე 18 საათის შემდეგ, უარის თქმა არ შეიძლება!



1
281
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
281
  
2023, 3 ივლისი, 6:44
საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები? აი რეალური მდგომარეობა
https://www.youtube.com/watch?v=zVvpJvhKNlk
0 1 1