x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსული, კერძო სამხედრო კომპანიის "ამბოხებამ" ცხადჰყო, რომ სამხედრო ექსპერტების უდიდესი ნაწილი დილეტანტები გვყავს
image
უკრაინაში მებრძოლი რუსული შეიარაღებული ძალებიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფის (პირადად მიბრძოლია მათ წინააღმდეგ სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში), კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" "ამბოხების" შედეგად გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად მაღალი კლასის არც სამხედრო ექსპერტები გვყავს და არც ანალიტიკოსები.



ერთადერთი სამხედრო ანალიტიკოსი, რომელსაც პატივს ვცემ მის მიერ მოვლენების ზუსტად და კარგად შფასების გამო გახლავთ გიგა ინაშვილი.
ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ სამხედრო ანალიტიკოსთან ერთად შეიარაღების სპეციალისტიცაა მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა, განსხვავებით მათგან, ვინც გუშინ და ზოგადად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მითიურ ანალიზს გვთავაზობს.



ომში ნამყოფი და არასდროს ნამყოფი ექსპერტად წოდებულები მედიით თუ პრესით საზოგადოებას ისეთ ინფორმაციას აწვდიან რაც რეალობასთან ახლოსაც კი არაა.


მე როცა ვწერდი, რომ მიუხედავად ასაკთან შდარებით დიდი საბრძოლო გამოცდილებისა (ვინც ინტერედიაზე მიცნობს ან იცის "კანონგარეშეს" აქაუნთის ქვეშ ვინც დგას ამას თავის ქებად არ ჩამითვლის) არასდროს დამიწერია ისეთი ანალიზი, რაც რეალობისგან შორს იდგა.




ერთერთ ცნობილ სამხედრო ექსპერტად წოდებულს შვუსწორე "სტუგნა" და "სტუგნა-პ", სხვადასხვა რამეა და საზოგადოება მერამდენედ შგყავთ შცდომაში მეთქი და მობილურის ნომერიც დამიბლოკა, არა და მიცნობს კარგად და იცის ვინ ვარ და რა მიკეთებია.



ახლობლად თუ მთვლიდი არ უნდა დაგებლოკა ჩემი მობილურის ნომრები, ვიცი ჩემს სტატიებს კითხულობ და ამასაც ნახავ, შეგნებულად არ ვწერ შენს ვინაობას, მე მაინც ვცდილობ კორექტული ვიყო შენგან განსხვავებით.



გენერალი გოგავა სპეციალურ ძალებში ნამსახურებია და 2008 წელს გენშტაბის უფროსიც იყო, გენერალ კაცს როცა სამხედრო ექსპერტობაზე პრეტენზია გაქვს, ბევრად ძირეულად უნდა იცნობდე ყველა ნიუანსს და უნდა გათვალო რაც ხდება რეალურად.


პრიგოჟინი ლამის რუსეთის განმანთავისუფლებლად გაგვაცნეს გუშინ, როცა მე ჩემს ბლოგზე ვწერდი, რომ ეს იყო კრემლიდან მართული "ამბოხება" არასასურველი სამხედრო ელიტის ჩამოსაშორებლად და მათთვის უკრაინაში განცდილი მარცხისათვის "განტევების ვაცებად" გამოსაცხადებლად.



სასაცილოა პრიგოჟინის განცხადება, რომ ის ლამის მოსკოვამდე მისული უკან ბრუნდება იმის გამო, რომ არ სურს რუსული სისხლის დაღვრა. "ვაგნერელთა" მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენების პილოტები ქართველები იყვნენ ან უკრაინელები თუ რუსები იყვნენ?



ბარემ დავამატებ: რატომ არ იღბს ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციას ან რატომ არ იქნა გუშინ მოწვეული უსაფრთხოების საბჭო?



გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საოკუპაციო ბაზებიდან (გარდა მეშვიდე გუდაუთის ბაზისა) მთლიანად გაიყვანეს რუსული სამხედრო დანაყოფები, ბაზაზე ყარაულებიც კი არ დარჩენილა.


ასე გამოიყურებოდა გუშინ ენგურის ხიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველივე სოფელ ჭუბურხინჯში განთავსებული, დაცარიელებული რუსული სამხედრო ბაზა.

image

0
227
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
227