x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 ქვეყანა, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ
უკვდავების წყარო ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ დედამიწაზე ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ უფრო იზრდება. 1800 წლამდე პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი აღწევდა 18 წლის ასაკს. ნახევარი კი 18 წლის ასაკამდე იღუპებოდა. იმ პერიოდში მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფო ჰოლანდია იყო, სადაც ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 39 წელს შეადგენდა. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები 2-ჯერ უფრო დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა მათ შორის ყველაზე მდიდარ და წინწასულ სახელმწიფოებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კიდევ უფრო მაღალიც კი არის.


ქვემოთ იმ 10 ქვეყანას წარმოგიდგენთ, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ:


გერნზი


10. გერნზი (Ø 82, 5 წელი)



ჩვენი სიის მე-10 ადგილას ლა-მანშის სრუტის ეს კუნძული შემთხვევით არ მოხვედრილა: ის საგადასახადო ოაზისს წარმოადგენს, რაც მოსახლეობის მაღალ ცხოვრების დონეს უზრუნველყოფს. აქ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით 52, 500 დოლარია.


9. შვეიცარია (Ø 82, 6 წელი)


შვეიცარია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, რაც მისი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება.


8. ანდორა (Ø 82, 8 წელი)


ანდორა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მოქცეული ჯუჯა სახელმწიფოა, სადაც სულ რაღაც 78, 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ მთელი ევროკავშირიდან ჩამოდიან თამბაქოს და ალკოჰოლის ნაწარმის საყიდლად, რადგან როგორც სიგარეტი და სიგარები, ასევე ჯინი, ვისკი და ღვინო ამ მინიატურულ ქვეყანაში ძალიან იაფი ღირს. თუმცა თვითონ ანდორელები სიგარეტს და ალკოჰოლს იშვიათად მოიხმარენ.


7. ჰონგ-კონგი (Ø 82, 9 წელი)


ჰონგ-კონგში თითქმის ვერ შეხვდებით მწეველებს და ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს. აქ 67 მილიარდერი ცხოვრობს. ცხოვრების დონეც ძალიან მაღალია.


6. ისლანდია (Ø 83, 0 წელი)


ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე მცირერიცხოვან ქვეყანაში მოსახლეობა საოცრად მდიდარია. პროგნოზებს თუ ვენდობით, 2028 წელს აქ მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 103 ათას დოლარს მიაღწევს. ისლანდიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვა და სოციალური დაცვის სისტემა აქვს.


სან-მარინო


5. სან-მარინო (Ø 83, 3 წელი)


სან-მარინო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი მოსახლეობის რაოდენობა 30 ათასს შეადგენს. ის ევროპის უძველესი დემოკრატია გახლავთ, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაუქმდა.


ნაპოლეონს ძალიან უყვარდა სან-მარინო იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე მისი დაპყრობა ვერავინ ვერ შეძლო. აქ უმუშევრობა პრაქტიკულად არ არსებობს და ცხოვრების დონეც ძალიან მაღალია.


4. მაკაო (Ø 84, 5 წელი)


ჩინეთის განსაკუთრებული მმართველობის ზონა მაკაო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. მშპ ერთ სულზე აქ 115 ათას დოლარზე მეტს შეადგენს წელიწადში, რაც ცხოვრების ხარისხზეც აისახება.


3. სინგაპური (Ø 85, 0 წელი)


სინგაპური უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ქრონიკულ დაავადებათა კვლევასა და პრევენციაში. აქ ჩვილთა სიკვდილიანობაც ძალიან დაბალია. სინგაპურელები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანსაღ კვებას.


2. იაპონია (Ø 85, 0 წელი)


იაპონიის კუნძულ ოკინავას “საუკუნეს მიტანებულ ადამიანთა კუნძულს” უწოდებენ. სხვაგან არსად ამდენი ხანდაზმული ადამიანი არ ცხოვრობს. მეცნიერებს ვერ გაუგიათ, ეს ასე რატომ ხდება.


მონაკო


1. მონაკო (Ø 89, 5 წელი)


89, 5 წელი მონაკოში ეს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. აქ ქალები კიდევ უფრო დიდხანს, საშუალოდ 93, 5 წელსაც კი ცოცხლობენ. აქ 38, 000 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც ნახევარზე მეტი მილიონერია.


0
154
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0