x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რომელს უფრო მეტად უყვარს პატრონი – ძაღლს, თუ კატას?.. და რატომ?

ჩვენ ამას ყოველთვის ვეჭვობდით, ახლა კი სამეცნიერო მტკიცებულებაც გვაქვს. მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ვის უფრო მეტად უყვარს პატრონი — კატას, თუ ძაღლს?


image


«რამდენიმე პატარა კვლევამ აჩვენა, რომ, როდესაც ადამიანი თავის ძაღლს ეთამაშება, პატრონის და ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის ჰორმონი გამომუშავდება, რომელიც სიყვარულის მთავარი ჰორმონი ძუძუმწოვრებში. მას ტვინი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ადამიანი ვიღაცაზე ზრუნავს და მაშინაც, როდესაც ის მისთვის საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს ან შვილს ხედავს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ დროს, ოქსიტოცინის დონე 40–60%-მდე იზრდება». — ამბობს კვლევის ავტორი, პოლ ზაკი.
ხდებოდა, თუ არა, ამ ჰორმონის გამომუშავება შინაური ცხოველების ორგანიზმში, აქამდე უცნობი იყო. და აი, მეცნიერებმა შედარებითი ტესტები ჩაატარეს:
10 კატას და 10 ძაღლს ნერწყვის ანალიზი გაუკეთეს, პატრონთან 10 წუთიანი თამაშის წინ და თამაშის შემდეგ. როგორც გაირკვა, თამაშის შემდეგ, ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე 57, 2%-მდე იზრდება, ხოლო კატების ორგანიზმში — მხოლოდ 12%-მდე, ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძაღლების შემთხვევაში!
მეცნიერების თქმით, ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულები, ორი რამით იყვნენ: ჯერ ერთი, იმით, რომ ოქსიტოცინის დონე ძაღლებს ასეთი მაღალი ჰქონდათ და მეორე — რომ კატებს, ის საერთოდ გააჩნდათ, რადგან გავრცელებული აზრის თანახმად, კატებს საერთოდ არ უყვართ ადამიანები. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება სხვაობას კატებისა და ძაღლების ემოციებს შორის, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ ადამიანმა ძაღლი ბევრად უფრო ადრე მოაშინაურა, ვიდრე კატა. გენეტიკური კვლევის თანახმად, ძაღლების მოშინაურების პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო, ხოლო კატების – დაახლოებით, 10-12 ათასი წლის წინ, ანუ თითქმის, 20 000 წლით გვიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* კლეოპატრას სიცოცხლის უკანასკნელი წელი და გარდაცვალების მიზეზი (ეს გველის შხამი არ არის

* "ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები



0
553
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0