x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორ მოექცა სტალინი გენერალს, რომელმაც მას დედა აგინა

image

სტალინი სკმაოდ რთული, არაპროგნოზირებადი ბუნების კაცი იყო. ხშირად ის ისე არ იქცეოდა, როგორც მისგან ელოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო გენერალ იოსიფ აპანასენკოს საქმე. დღეს ამ მეთაურს, რომელსაც ასევე ორაზროვანი რეპუტაცია ჰქონდა, იშვიათად იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მან უდაო წვლილი შეიტანა შორეული აღმოსავლეთის საზღვრების დაცვასა და ომის გარდამტეხ მომენტში, ის მეხსიერებას შემორჩა როგორც გენერალი, რომელმაც სტალინისთვის შეირაცხყოფის მიყენება გაბედა. რატომ არ შეეშინდა აპანასენკოს ყოვლისშემძლე გენერალისიმუსის შეურაცხყოფა? ან რა რეაგირება მოახდინა ამ ყოველივეზე სტალინმა? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.




შორეული აღმოსავლეთის მეფე

image


გენერალმა იოსიფ როდიონოვიჩ აპანასენკომ გაიარა ბრძოლები იაპონელებთან ხასანის ტბისა და ხალხინ-გოლის გარშემო ურთიერთობების გამწვავების დროს. სსრკსა და "ამომავალი მზის" ქვეყანას სისხლიანი ომისგან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ სამხედრო ლიდერების გადამწყვეტმა მოქმედებებმა ჟუკოვის ხელმძღვანელობით, ახალმა აღჭურვილობამ და ჯარისკაცების გამბედაობამ იაპონელები აიძულა თავი შეეკავებინათ შემდგომი სამხედრო ოპერაციებისგან.

image


დაძაბული დაპირისპირება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. მართლია, საბჭოთა კავშირს იაპონელები თავს არ ესხმოდნენ, თუმცა ისინი ოფიციალურად გერმანიის მოკავშირეები იყვნენ, და საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ამიტომ შორეულ აღმოსავლეთში არმიის მნიშვნელოვანი კონტინგენტის შენარჩუნება იყო საჭირო, რომელსაც გენერალი აპანასენკო ხელმძღვანელობდა. სტალინი მის შესახებ დანოსებს რეგულარულად იღებდა, გენერალს უხეშობაში, უზრდელობაში, ბილწსიტყვაობაში და რაც მთავარია - თვითნებობასა და ტირანიაში ადანაშაულებდნენ. "ერის მამისადმი" გაგზავნილ ერთ-ერთ გზავნილში დამსმენები იმის შესახებ წერდნენ თუ როგორ ცდილობდა აპანასენკო სსრკ-სგან შორეული აღმოსავლეთის გამოყოფას და როგორ ცდილობდა ის საკუთარ თავზე მეფის როლის მორგებას.


image


იმ წლებში როგორც წესი, ადამიანებს ხვრეტდდნენ და გულაგში უშვებდნენ. ყველას გასაკვირად სტალინი დანოსებზე არ რეაგირებდა. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აპანასენკო - გამოცდილი, უნარიანი სამხედრო იყო. შესაძლებელია, რომ თავად სტალინი, რომელიც ასევე უხეშობით გამოირჩეოდა, მასში საკუთარ თავს ხედავდა. გენერალს შორეული აღმოსავლეთის საზღვრებისთვის გული ნამდვილად შესტკიოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ იქ იაპონელებთან ურთიერთობის ახალი გამწვავება არ დაეშვა.


image

1941 წლის ოქტომბერში სტალინმა აპანასენკო მოსკოვში დაიბარა, მასთან ერთად ადგილზე ხაბაროვსკის ტერიტორიის პარტიული ძალაუფლების ხელმძღვანელი გენადი ბორკოვიც ჩაფრინდა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც სტალინთან აპანასენკოს გამო რეგულარულად ჩიოდა. შესაძლოა, ბორკოვს გული უგრძნობდა რომ უკმეხ გენერალს თანამდებობიდან მოხსნიდნენ ან სულაც ჩამოაქვეითებდნენ, მაგრამ სტალინმა აპანასენკო ფრონტის დასახმარებლად ციმბირის დივიზიების გადაყვანის განსახილველად მიიწვია. გენერალი წინააღმდეგი არ იყო, მას ესმოდა, რომ სიტუაცია კრიტიკული იყო - მტერი მოსკოვის მისადგომებთან იყო, შორეული აღმოსავლეთის ნაწილები კი აქ უფრო საჭირო იყო, მაგრამ როდესაც "ერის მამა" არტილერიის გადასროლაზე ალაპარაკდა, აპანასენკო აფეთქდა.

image


ბორკოვის მოგონებების მიხედვით, გენერალი წამოხტა, რომლის დროსაც ჩაის ჭიქა წააქცია, ის სტალინს დედას აგინებდა და ყვიროდა რომ იარაღს არ დათმობდა. იაპონელები ჩემი ლამპასებით შევაშინო? - გაჰყვიროდა გენერალი ბორკოვის თქმით. პარტიის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელი შეშინდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა რომ აპანასენკოს გინებისთვის დახვრეტდნენ, მას კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მოწმის სტატუსით გადაიყვანდნენ, თუმცა მოულოდნელად, გაცეცხლებულ გენერალს სტალინმა ღიმილითა და კეთილგანწყობით უპასუხა რომ თუ მას ეს იარაღი ასე სჭირდებოდა, შეეძლო დაეტოვებინა, ამით აღნიშნული ინციდენტი ამოიწურა.



image


გენერალი შორეული აღმოსავლეთის შეიარაღებული ძალების მეთაურად 1943 წლამდე დარჩა, როცა გაირკვა რომ იაპონელებს სსრკ-ზე თავდასხმისთვის უკვე აღარ ეცალათ, აპანასენკო შორეული აღმოსავლეთის დივიზიების ნაწილთან ერთად ფრონტზე გადაიყვანეს, შედეგად, ის კურსკის რაფაზე ჩატარებული ოპერაციისას ნამსხვრევებისგან გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათი იყო. საერთო ჯამში, ომის წლებში საომარ მოქმედებებში მხოლოდ 4 გენერალი დაიღუპა.












0
657
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
657