x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პრაქტიკულად ამოწყდა ოჯახი, მამა ჩეჩნეთში 20 წლის ასაკში დაიღუპა, შვილი 21 წლის ასაკში უკრაინაში
image
რუსეთში კომის ოლქის სოფელ კურატოვოს სკოლაში გაკეთდა ორი საპატიო დაფა, სადაც მამა და შვილია გამოსახული.


ეს სურათებია იმის დასტური, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო "ომის პარტიის" უცვლელი წევრია.


პირველ სურათზე გამოსახულია სემიონ ტრუტრინოვი. დაიბადა 1981 წელს. არმიაში გაიწვიეს 2000 წელს, ჯარში სამსახურისას 2001 წლის იანვარში შეეძინა ბიჭი-ალექსანდრე.


2002 წელს სამხედრო სამსახურის დამთავრებდამდე 15 დღით ადრე სემიონი დაიღუპა ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დოს.




მეორე სურათზეა ალექსანდრე ტუტრინოვი. არმიაში გაიწვიეს 2019 წელს, მალევე ხელი მოაწერა საკონტრაქტო ხელშეკრულებას.


2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს ალექსანდრე ტუტრინოვი მის ნაწილთან ერთად გადაისროლეს უკრაინაში.
საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაიჭრა მძიმედ, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ალექსანდრე 21 წლის ასაკში დაიღუპა.


მას ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი, არ ჰყავდა არც ძმა და არც და, რასაც ჰქვია ამოწყდა ოჯახი რუსეთის დიქტტორის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომების გამო.


მამის დაღუპვიდან მალევე ალექსანდრეს დედა გათხოვდა და ბიჭი ბებიამ გაზარდა, რომელიც ახლა მარტოა დარჩენილი.

image


0
225
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
225