x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოჭი ცუნამ გადავლილ ქალაქს დაამსგავსა მდინარე მაცესტას ადიდებამ, მაცესტა სვანური ტოპონიმია სხვათაშორის

image
რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი სოჭი, რომელიც ოდესღაც ქართული დასახლება გახლდათ და წითელი რევოლუციის დროსაც მოსახლეობის 80%-ს ქართველები შეადგენდნენ უკვე მერამდენედ დაიტბორა, ქალაქი რომელსაც შავი ზღვის მარგალიტს უწოდებენ რუსეთის მოქალაქეები, ცუნამ გადატანილ კუნძულს დაამსგავსა მდინარე მაცესტას ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ.
ეს დატბორვა არც პირველია ამ ქალაქისათვის და არც უკანასკნელი, რადგან სწორედ მაცესტას ნაპირებზე ასართობი ობიექტების მშენებლობები და წყალამრიდი არხების გაუქმება იწვევს მაცესტას აბობოქრებას და ქალაქ სოჭის დატბორვას.

ქალაქში დაზიანდა გაზსადენი, ავარიულად გამოირთო ქალაქ სოჭში დენის გამანაწილებელი ცენტრალუქი სადგური, ქალაქში გადაადგილება 3 ხიდიანი ტექნიკისთვისაც კი შეუძლებელი გახდა და მაშველებმა გასაბერი მოტორიანი ნავებით დაიწყეს საფრთხის შემცველი რაიონებიდან მოქალაქეების გაყვანა უსაფრთხო ადგილებზე.

მცნიერებში დიდი ხანია დავა მიდის სოჭი ქართული სახელმწიფოს მიწაა თუ რუსეთის, რადგან მოგეხსენებათ ამ ადგილებში ცხოვრობდნენ უბიხები, რომლებიც მუჰაჯირობის პერიოდში თურქეთში გადაასახლა რუსეთის იმპერიან, დიდი ნაწილი კი რუსეთის იმპერიის დამპყრობელ ჯარებთან ბრძოლებს შეეწირა. დასდეისოდ დედამიწაზზე არ ცხოვრობს არცერთი ადამიანი რომელიც იტყვის, რომ ის უბიხია.

ერთადერთი უბიხური ფესვების მქონე ოჯახი ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოღონდ ქართული გვარით, თუმცა ამბობენ რომ წარმოშობით უბიხები არიან.

უბიხებმა ისტორიული ჯიქეთი რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების შევიქროების მერე დაიკავეს, ჯიქებმა ისტორიული საცხოვრებელი იძულებით დატოვეს და აფხაზეთის სიღრმეში გადმოინაცვლეს.

სადღეისოდ სოჭში მოსახლეობის დიდ ნაწილს, ისევე, როგორც ქალაქ არმავირში სომხები ცხოვრობენ. ნათქვამია "უპატრონო ეკლესიას ყვავ-ყორნები დაეპატრონნენო". სოჭის დაკარგვაში თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ინგლისმა და ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ, რომლებმაც ჯერ დენიკინელებს გაუწიეს მეგზურობა და მოგვიანებით ბოლშევიკურ არმიას.
image



აი რა ხდება ახლა ქალაქ სოჭში.
image


0
212
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212