x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს ყველაზე საშიში ვირუსები, რომლებსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ
დედამიწა მიკრობების პლანეტაა. მათ შორის ვირუსები ჩვენი სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე პრიმიტიული ბინადრები არიან. აღმოჩენილია 100 მილიონამდე ტიპის სხვადასხვა ვირუსი, რომელიც მარიანის ღრმულიდან ევერესტამდე ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარია, ზოგი კი იმდენად საშიში, რომ შეიძლება მათ გახსენებაზეც კი შეძრწუნდეთ. ქვემოთ სწორედ ამგვარ ვირუსებს წარმოგიდგენთ:


10. ჰანტა


ამ ვირუსის გადამტანები თაგვები არიან. სამხრეთ ამერიკაში მისგან გამოწვეული გართულებით დაინფიცირებულ პაციენტთა 50 % იღუპება.


9. ებოლა



ყოველწლიურად მსოფლიოში ებოლას ვირუსით 20, 000 ადამიანი ავადდება, საიდანაც ნახევარი იღუპება. მისი გადამტანები გარეული ცხოველები არიან. 2019 წლიდან მისი ვაქცინა არსებობს.


8. ყვითელი ცხელება


ყვითელი ცხელების ვირუსი კოღოებს გადააქვთ. 100-დან 85 ინფიცირებულს ავადმყოფობის მსუბუქი მიმდინარეობა აღენიშნება. 15 %-ის შემთხვევაში ამ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, საიდანაც უდიდესი ნაწილი იღუპება. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ ვირუსით დაინფიცირების 200 ათასამდე შემთხვევა აღირიცხება.


7. წითელა


წითელათი ყოველწლიურად 365, 000 ადამიანი ავადდება, საიდანაც 140, 000 იღუპება. 80-იან წლებში ამ ვირუსით დაღუპულთა რიცხვი წლიურად 2, 5 მილიონიც კი იყო. მისით ძირითადად ბავშვები ავადდებიან. განვითარებულ ქვეყნებში წითელათი სიკვდილიანობა დაინფიცირებულთა 1 %-ს შეადგენს, როცა ჩამორჩენილ ქვეყნებში ეს რიცხვი 10-30 %-ია.


6. ზიკა


2015 წლამდე ამ ვირუსს უწყინარი მიმდინარეობა ჰქონდა. მაგრამ 2015 წელს ბრაზილიაში იფეთქა ეპიდემიამ, რა დროსაც ძალიან ბევრი ბავშვი ჩამოუყალიბებელი ტვინით მოევლინა ამ ქვეყანას. 2015 წელს 56, 000 დაინფიცირებული დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო წელს — 274 ათასი. მისი გადამტანები კოღოები არიან, თუმცა მისი გადაცემა ხდება სქესობრივი გზითაც.


5. გრიპი


ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია. მისით წლიურად მსოფლიო მოსახლეობის 10-20 %-მდე ავადდება, საიდანაც გარდაცვლილთა რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს. თუმცა ხანდახან მისი ძალიან აგრესიული ვარიანტებიც იჩენენ ხოლმე თავს. ასე მოხდა მაგალითად 1918-1920 წლებში, როცა დედამიწის მოსახლეობის 30-50 % დაინფიცირდა, საიდანაც 25 მილიონი დაიღუპა.


4. ცოფი


ყოველწლიურად მსოფლიოში მისით 15 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, საიდანაც 59, 000 იღუპება. ინფექცია დაავადებული ცხოველის ნაკბენით ან ნაკაწრით ვრცელდება. ის ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოიცავს. ცოფის ვაქცინას თქვენი დაცვა შეუძლია, მათ შორის ცხოველის მიერ კბენის ან გაკაწვრის შემდეგაც კი.


3. დენგას ცხელება


წლიურად მისით 390 მილიონი ადამიანი ავადდება, საიდანაც 500, 000 იღუპება. ის კოღოებს გადააქვთ.


2. როტავირუსი


ფაღარათი განვითარებადი სამყაროს ბავშვებში სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. მას უმრავლეს შემთხვევაში სწორედ როტავირუსი იწვევს. ყოველწლიურად მისით 500 მილიონი ადამიანი ავადდება, საიდანაც 500, 000 იღუპება.


1. შიდსი


მსოფლიოში შიდსით 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. 1, 7 მილიონი კი ყოველწლიურად ამ სიას ემატება. 2018 წელს შიდსს 770 ათასი გარდაცვლილი ჰყავდა. მისი გადადება ხდება დაუცველი სქესობრივი კავშირების გზით.


და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი საშიში ვირუსის თავიდან აცილება ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. ამიტომ აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია და ჩაუტარეთ თქვენს ბავშვებსაც. გახსოვდეთ, ვაქცინა გვიცავს.


ვირუსი

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0