x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თორნიკე რიჟვაძემ, ბოდიში უნდა მოგვიხადოს 2008 წლის ომის მონაწილეების უმეტესობას

image
ჩემთვის ავტოტიტეტები არ არსებობენ, ჩემთვის უმთავრესია ოჯახი და სამშობლო და ამის შემდეგაა ის ხალხი, ვისაც პატივს ვცემ მათი საქციელის გამო.
აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტისადმი და ნაციონალური მოძრაობის მიმართ სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი მისი სიტყვებით, როცა მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომს "ლაჩრული დამარცხება" უწოდა.

ბატონო რიჟვაძე, სავალდებულო სამხედრო სამსახური მაინც თუ გაქვთ გავლილი კადრის და თადარიგის სამხედროებს ასე აუგად რომ გვეხებით?
წარმოდგენაც კი არა გაქვთ რაა ომი, ავტონომიური რესპუბლიკის კი არა ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარე რომ იყოთ იგივეს გეტყოდით. თქვენ არა გაქვთ არანაირი მორალური უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ იმ ხალხს ვინც 2008 წელს იომა, ერთერთი მათგანი მეც ვარ.

მეც გაბრაზებული ვარ მაშინდელ მინისტრ კეზერაშვილზე, თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა თბილისში, გაბრაზებული ვარ მაშინდელ გენშტაბის უფროსზე ბალახაძის გეგმა, რომ არ დაამტკიცა, როგორც გენშტაბის ხელმძღვანელმა.
უფრო გაბრაზებული ვარ მეოთხე ბრიგადის დილეტანტ მეთაურ კალანდაძეზე, რომელსაც ბრიგადის გენერლობა აჩუქეს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩით?
რას გვერჩით იმ ხალხს ვისაც ბრძანების მიღებამდე უკან არ დაგვიხევია და რუსული ავიაციის და არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ სტრატეგიულ სიმაღლეებს ვინარჩუნებდით?

თქვენნაირებს მხოლოდ საუბარი შეუძლიათ, თან აგდებით და შეურაცხმყოფელი ტონით, ვიცნობ კარგად თქვენს კატეგორიას, ომში მტერს წინ რომ გადაუდგება იარაღით ხელში იმ კატეგორიას ნაღდად არ მიეკუთვნებით და თუ ქართველობა, კაცობა და ღირსების გრძნობა ჯერ კიდევ შეგრჩენიათ 2008 წლის ომის იმ მონაწილეებს ბოდიში მოგვიხადეთ, ვისაც ბრძოლის ველი თვითნებურად არ დაგვიტოვებია, ვისაც ტექნიკა და აღჭურვილობა გზაზე არ დაუყრია და ბოლო წუთამდე კაცურად იომა.

გაქცეულებს და ტექნიკის მიმტოვებლებს არც მე ვცემ პატივს, სიცოცხლის გადასარჩენად გააკეთეს ეს, გამოუცდელობამ და სიკვდილის შიშმა გააკეთებინა ეს მათ არსებულმა რეალობამ, რადგან არ იცოდნენ ღირსება სიკვდილზე მაღლა რომ დგას.

გიმეორებთ: თუ ღირსების გრძნობა ოდნავ მაინც შეგრჩენიათ, კეთილი ინებეთ და ბოდიში მოგვიხადეთ მათ, ვინც არ ვიმსახურებთ "ლაჩრულად წაგებული" ომის მონაწილეებად ვიხსენიებოდეთ.

0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
72