x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსების ინფორმაციით, "ზედა ლარსის" რეკონსტრუქციის შემდეგ საქართველოს მიმართულებით გამტარიანობა გაიზრდება

image

რუსულმა მხარემ საქართველოს საზღვარზე "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია დაასრულა.



რუსეთის ტრანსპორტის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსტრანსნადზორის) ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგუშაგოზე იმუშავებს 39 ზოლი, აქედან 15 სატვირთო ტრანსპორტისთვის არის გათვალისწინებული. სააგენტო ამბობს, რომ სატვირთო მანქანების გამტარუნარიანობა დღეში 1200-დან 1500 ავტომობილამდე გაიზრდება.

image


image

ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა მანამდე განაცხადა, რომ "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგის ლიკვიდაცია 22 ივნისისთვის იგეგმება.


სარემონტო სამუშაოები საქართველომაც ჩაატარა ყაზბეგი-ზემო ლარსის მიმართულებით.


მაისში გავრცელდა ინფორმაცია მსუბუქი მანქანების სამოძრაო ზოლის ერთი თვით დაკეტვის შესახებ. მანქანები გადამისამართდნენ სატვირთოს ზოლებზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით რუსეთში გასული ავტომობილების რაოდენობამ 73 548 შეადგინა, აქედან სატვირთო - 26 536 იყო, ხოლო ავტობუსი - 1 510.

საქართველოში რუსეთიდან იანვარ-მარტის თვის ჩათვლით 47 499 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, სატვირთო მანქანა - 31 831, ავტობუსი კი - 1441.

image

გამშვები პუნქტი "ყაზბეგი - ზემო ლარსი" ერთადერთი საგუშაგოა, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.


მანამდე, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელიც 2019 წლის ზაფხულში შეწყდა. ცალკე განკარგულებით მან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გააუქმა.


0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0