x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე უცნაური საქორწინო წეს- ჩვეულებები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და უნიკალურია, შესაბამისად, თითოეულ მათგანს უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები გააჩნია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ხალხთა უცნაურ საქორწინო რიტუალებზე შევაჩერებ, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი სიველურედაც კი მოგეჩვენებათ.





ბალიზე ნეფე - პატარძალს ქორწილამდე კბილებს უქლიბავენ


image


შეყვარებული წყვილები საქორწინო ცერემონიის ჩასატარებლად ბალის ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ კუნძულზე ერთი უჩვეულო საქორწინო რიტუალი არსებობს. ცერემონიის წინ ნეფე - პატარძალს 6 კბილს უქლიბავენ. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ წყვილს "ცხოველური ინსტინქტები არ გაუმძაფრდეს", რაც მათ უსიამოვნებებთან აუცილებლად მიიყვანს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საყვარელი ადამიანის ცოდვების მიტევების სიმბოლოსაც წარმოადგენს.





არანაირი კოცნა კორეაში


image



თუ ევროპასა და ამერიკაში ქორწილის ხმაურიანად და მხიარულად აღნიშვნაა მიღებული, ხოლო ახალდაქორწინებულები კამერის წინ ერთმანეთის ალერსსა და ამბორში არიან, კორეაში მსგავსი რამ მიღებული არ არის. ახალდაქორწინებულები თავიანთ სიყვარულს ამგვარად არ გამოხატავენ, ამის ნაცვლად ისინი პირობას დებენ რომ მთელი ცხოვრება ერთად მშვიდად გაატარებენ, რის შემდეგაც სასმელს ერთმანეთის ჭიქებიდან სვამენ.





ჩინურ ქორწილებზე კი ტრადიციისამებრ ძალიან ბევრი ცრემლი იღვრება


image


ჩინეთში ქორწილამდე სპეციალური რიტუალები ტარდება. მაგალითად, დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე პატარძალი გამუდმებით ტირილში ატარებს, ათი დღის შემდეგ მას აღნიშნულ პროცედურაში დედა უერთდება, ოცი დღის შემდეგ კი რიტუალის თამონაწილეები უკვე სხვა ნათესავებიც ხდებიან. მათი აზრით, რაც უფრო მეტი ცრემლი იქნება დაღვრილი, ახალგაზრდების ცხოვრება მით უფრო ბედნიერი იქნება.





საგანგებოდ პატარძლის მეგობრებისთვს მოწყობილი წვეულება ბალიზე


image


ბალის მკვიდრი მოსახლეობა ქორწილამდე ქალი სტუმრებისთვის დიდ მაგიდას შლის. როგორც წესი, წინა ღამეს მამაკაცები ქალებისთვის სხვადასხვა კერძებს ამზადებენ, რომლებსაც ისინი შემდეგ სიამოვნებით აგემოვნებენ.






ქმრის გამოცდა ნიგერიაში


image


იბოს ტომში სიძეებისთვის სპეციალური გამოცდა არსებობს. პატარძლის ნათესავები ერთ რიგად ეწყობიან, რომელთაც საქმრომ გვერდით უნდა ჩაუაროს, უფრო სწორად კი არ უნდა ჩაუაროს, თავი უნდა დაიცვას, ვინაიდან ნათესავები მას ამ დროს ჯოხებით სცემენ.









0
338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
338