x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შეიძლება თუ არა რომ თევზმა გადაყლაპოს ადამიანი ისე, რომ ის ცოცხალი დარჩეს?

image


საინტერესო კითხვაა. მორწმუნე ქრისტიანებისთვის, რომლებიც ბიბლიას კარგად იცნობენ, პასუხი აშკარაა - შესაძლოა. ძველ აღთქმაში არის იონა წინასწარმეტყველის წიგნი, სადაც ნათქვამია, თუ როგორ აღმოჩნდა უფლის რჩეული მოვალეობისგან თავის დაღწევის გამო ზღვაში გადაგდებული, სადაც ის ვეშაპმა გადაყლაპა, ბიბლიურმა წინასწარმეტყველმა მის მუცელში სამი დღე და სამი ღამე დაჰყო, ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა ის ნაპირზე გამოაგდო, რომელმაც მისთვის დაკისრებული მისიის შესრულება განაგრძო.


image


ამბავი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად იესომ მოიხსენია აღნიშნული შემთხვევა და განაცხადა, რომ ფარისევლების მთავარი ნიშანი იქნებოდა ის, რაც ერთხელ იონას შეემთხვა, ანუ სიკვდილი და სასწაულებრივი აღდგომა სამ დღეში. მოდით, გავარკვიოთ რეალურად შეიძლებოდა თუ არა ასეთი რამ მართლაც მომხდარიყო.






გიგანტური ზვიგენი


image


სხვადასხვა თარგმანში არის განსხვავებული ინტერპრეტაცია, სადღაც თარგმნიან როგორც "თევზს", სადღაც კი - "ვეშაპს". ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძველ სემიტებს ნაკლებ სავარაუდოა სამეცნიერო კლასიფიკაციაში სათანადო ცოდნა ჰქონოდათ, თუმცა ახლაც არიან ჩვენს გვერდით ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდებიან რომ ვეშაპი - თევზია. განვიხილოთ ვარიანტები. იმისთვის, რომ ადამიანი გადაყლაპოს, თევზი ან ვეშაპი უდავოდ შთამბეჭდავი ზომის და სავარაუდოდ მტაცებელი უნდა იყოს. ზღვებისა და მდინარეების ასეთი ბინადრები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობენ. ავიღოთ მაგალითად სვია (Huso huso). ეს გიგანტი შეიძლება შთამბეჭდავ ზომამდეც კი გაიზარდოს და ერთნახევარ ტონასაც მიაღწიოს, თუმცა დადასტურებული ნიმუშები მხოლოდ ტონას იწონიდა.





სვია


image


საქმე იმაშია რომ სვიას ძალიან პატარა პირი აქვს იმისთვის რომ მასში ადამიანი მოთავსდეს, ამიტომ ის ვერ გადაყლაპავს მას, ისევე როგორც ადამიანის გადაყლაპვა არ შეუძლია ცისფერ მარლინსაც (Makaira nigricans), რომელიც ხუთ მეტრამდე იზრდება და როგორც წესი, რვაას კილოგრამზე მეტს იწონის.






ცისფერი მარლინი


image


თუ უფრო დიდპირიან თევზს ავიღებთ, შეგვიძლია ინდოეთის ოკეანის წვრილთვალა ქორჭილა (Epinephelus lanceolatus) განვიხილოთ, რომელიც ქვის ქორჭილა-ქანოსს განეკუთვნება. ჟაკ-ივ გუსტომ იონას გადამყლაპელ კანდიდატად სწორედ ის დაასახელა. ეს თევზი სამ მეტრზე მეტი სიგრძის იზრდება და ოთხას კილოგრამს იწონის!




ინდოეთის ოკეანის წვრილთვალა ქორჭილა



image


კიდევ უფრო სავარაუდო კანდიდატი, პირის ზომისა და ყბის გახსნის სიგანის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვეულებრივი ლოქოც (Silurus glanis) კი ყოფილიყო. ეს თევზი ხუთ მეტრამდე იზრდება და დღემდე გვხვდებიან ცენტნერზე მეტი წონის ნიმუშები. აღწერილია ასევე ოთხასი კილოგრამიანი ნიმუშების დაჭერის შემთხვევებიც, თუმცა ისინი მეცნიერულად არ დასტურდება.





ლოქო


image


ასე რომ ლოქოც და ქორჭილაც ჩვენს შემთხვევაში შეუფერებელი კანდიდატები არიან, რადგან აქვთ ძალიან ვიწრო ხახა და შედარებით პატარა კუჭი, და რაც შეეხება ზვიგენებს? დროა მათშიც გავერკვეთ. ყველაზე დიდი მტაცებლის სახეობა - დიდი თეთრი ზვიგენია (Carcharodon carcharias). ეს მკვლელი მანქანები შეიძლება ექვს მეტრამდეც კი გაიზარდნონ და წონაში ორ ტონამდე მიაღწიონ, თუმცა ხანჯლის მსგავსი ბასრი კბილების სამი რიგი, რომლის ყბის ძალა დაახლოებით თხუთმეტი ათასი ნიუტონია (დაახლოებით ორმოცდაათჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ნიანგის) ნაკლებად სავარაუდოა, გადაყლაპულს კუჭში სამი დღის გატარების რაიმე შანსი დაუტოვოს. ამავე მიზეზების გამო, ძალიან საეჭვოა, რომ ადამიანი ცელნამგალა ვეშაპმა (Orcinus orca) გადაყლაპოს, ვინაიდან მისი კბილები კიდევ უფრო დიდია, ყბები კი - უფრო ძლიერი.


image



არც იმდენად ბევრი კანდიდატი რჩება. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი - ვეშაპისებრი ზვიგენი (Rhincodon typus) და მისი ნათესავი - გიგანტური ზვიგენი (Cetorhinus maximus), რომელიც მას ზომით მხოლოდ ოდნავ თუ ჩამორჩება.


image





ვეშაპისებრი ზვიგენი


image


უბედურება იმაშია (უფრო სწორად, ბედნიერება) რომ ეს ზვიგენები პლანქტონებით იკვებებიან და, შესაბამისად, ასევე არ შეუძლიათ ადამიანის გადაყლაპვა. ის უბრალოდ ვერ გაივლის მათ გამფილტრავ აპარატს და ვერ მოხვდება კუჭში. იონას გადაყლაპვის ბოლო კანდიდატი დედამიწის ყველაზე დიდი მტაცებელი- კაშალოტია(Physeter macrocephalus). სინამდვილეში, ის ერთადერთია ვისაც აქვს საკმარისად დიდი პირი, ხახა და კუჭი, რომელსაც შეუძლება მთელი ადამიანის დატევა, თუმცა კაშალოტის მიერ ადამიანის გადაყლაპვის შემთხვევები ძალზედ იშვიათია, თუმცა ერთ - ერთი პრეცედენტი ბრიტანეთის ადმირალმა აღწერა.


image


ფოლკლენდის კუნძულებზე ვეშაპზე ნადირობისას დაჭრილმა კაშალოტმა ვეშაპმჭერი ორი მეჰარპუნეთი დააზიანა, რომელთაგან ერთი, ჯეიმს ბარტლი, გადაყლაპა. ვეშაპისთვის ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, თექვსმეტი საათის შემდეგ მისი დაჭერა მოხერხდა. გუნდის გასაკვირად, მათი დაკარგული თანამებრძოლი ვეშაპის მუცელში აღმოჩნდა, რომელიც, მართალია უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა - ცოცხალი. ჯეიმსის ხელებისა და სახის კანს მჟავე გარემოში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად პიგმენტაცია დაკარგული ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მეზღვაური გადარჩა.


image


მისი თქმით, მას ახსოვდა მუქი საყლაპავი მილის სივიწროვე და ის თუ როგორ მოხვდა მუცელში, სადაც მყრალი, ცხელი ჰაერი იყო. თავისი საშინელი მდგომარეობის გაცნობიერებისას მან გონება დაკარგა, რამაც მას ალბათ სიცოცხლე შეუნარჩუნა, რადგან უგონო მდგომარეობისას ადამიანი არც ისე ბევრ ჟანგბადს მოიხმარს. ასე რომ, თუ მართლა იონა კაშალოტის მიერ იქნა გადაყლაპული, მას მართლაც ფოლადის ნერვები და შესანიშნავი სუნთქვის კონტროლი უნდა ჰქონოდა, რადგან წინასწარმეტყველმა ვეშაპის მუცელში არა 16 საათი, არამედ 3 დღე და ღამე გაატარა.













0
609
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
609