x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ე.წ."კადიროველების კორტეჟს" საქართველოში 40 ჯარიმა გამოუწერეს და სინამდვილეში ვინ იყვნენ ისინი?
image

"ჩეჩნურ კორტეჟს", რომლის მონაწილეებს ქართული მედიამ "კადიროველების კორტეჟი" უწოდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში 40-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს.


ვიდეორეგიტრატორის კამერების მიერ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე ჯარიმების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომია.


ჯარიმის ჯამური ოდენობა ხუთ ავტომობილზე (სალიცენზიო ნომრები - A777AC77, C777CE77, A777AK77, O777OC77, B800EC797) არის 7450 ლარი (2800 აშშ დოლარი).



ჯარიმები, სავარაუდოდ, ჯერ არ არის გადახდილი.როგორც სხვადასხვა წყაროები იტყობინებოდნენ, "კადიროველები" ჩვენს ქვეყანაში ლარსის საბაჟოდან შემოვიდნენ, გადაკვეთეს მთელი ქვეყანა და თურქეთში გადავიდნენ.


პირველი დარღვევა 22 მაისს თბილისში დაფიქსირდა, ბოლო 3 ივნისს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე. ჯარიმების უმეტესობა სიჩქარის გადაჭარბებისთვის არის გამოწერილი.


მაინც ვისი კორტეჟი გადაადგილებოდა ძვირადღირებული ავტომობილებით?

მაგალითად დიმიტრი სამხარაძე "ქართული ოცნებიდან" ამტკიცებდა, რომ ესენი იყვნენ არა კადიროვის ხალხი, არამედ მისი ოპონენტები.



"რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი სოციალურ ქსელში წერდა.



თუმცა «Кавказский узел"-ის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაგრამ დიდი ალბათობით, საქართველო თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა ბიზნესმენმა, «Юг-нефть"-ის მფლობელმა, ასლამბეკ ახმეტხანოვის კორტეჟმა.


ამავე გამოცემის ცნობით, 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვი (მეტსახელად "ჩორტი") კრიმინალურ სამყაროსთან კავშირშიც არის შემჩნეული.


2020 წლის აპრილში ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რესპუბლიკის მუფთი და მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ ასლამბეკ ახმეტხანოვთან და უსაყვედურეს მას ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის დალევის გამო. ახმეტხანოვმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ბოდიში მოიხადა.

ახმეტხანოვთან საუბრისას კადიროვმა მოთხოვა ბიზნესმენს უკანონო იარაღის შეძენის შესახებ ესაუბრა. კადიროვმა ასევე მას შეახენა, რომ ახმეტხანოვის ვაჟმა რუსეთის თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონატის მსვლელობის დროს ჩხუბი და დებოში მოაწყო.

ამის შემდეგ ახმეტხანოვი კადიროვის მუქარის შემდეგ დროებით მიყუჩდა და კავშირზე აღარ გამოდიოდა.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0