x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ამხილეს სამი ადამიანი, რომლებიც აგრო-ბარათების დახმარებით ცდილობდნენ თანხის მითვისებას


თაღლითობა აგრო-ბარათებით

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით ფაქტებზე ამხილეს სამი პირი, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით ცდილობნენ სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო-ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას.
დანაშაულში მხილებული პირები თავის მხრივ წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოქალაქეებზე მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია.
ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით" - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურისვე ცნობით გამოძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარდა.
1
192
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
192
  
2023, 14 ივნისი, 13:30
ეგ მოაქვს უტვინო, სოციალისტურ პოლიტიკას
0 1 1