x
image
ციცი
Mediator image
ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

image„ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილნი, აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას მადლობა იმის გამო, რომ ასე კულტურულად და ვაჟკაცურად ჩაატარეს ეს არჩევნები და გამარჯვება მოიპოვეს. ვინაიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არ წყდება გამოსვლები, ბატონი ბიძინა მოუწოდებს ხალხს სიმშვიდისკენ და ქუჩის ყოველგვარი აქციების შეწყვეტისკენ. იგი მოითხოვს, რომ ტელევიზიებით გავრცელდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია უკვე არის რეალური ხელისუფლება და ამას ყველაფერს დრო სჭირდება და თხოვნით მიმართავს ყველას, რომ ნუ შეეცდებიან ქუჩის აქციებით სამართლის აღდგენას. ყველა უსამართლობას სასმართლოში და პარლამენტში განიხილავენ მას შემდეგ, როცა პარლამენტი შეიკრიბება. იმ გმირობის შემდეგ რაც ქართველმა ხალხმა ჩაიდინა, აღარ არის საჭირო, რომ ქუჩაში არკვიონ დამოკიდებულებები და მისი დიდი თხოვნაა რომ დაბრუნდნენ სახლებში და ყველაფერს თავის დროზე გაარკევენ.

0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0