x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508636
სტალინის საიდუმლოებები, რომელთა აფიშირებასაც საჯაროდ ერიდებოდნენ

image


სტალინის მთელი ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული, ამბობენ, რომ დაბადების თარიღთან დაკავშირებითაც კი გარკვეული საიდუმლოებები არსებობდა, ამიტომ 1878 წლის 18 დეკემბერი 21 დეკემბრით იქნა შეცვლილი, და ასეთი უცნაურობები საბჭოთა კავშირის ლიდერის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრია. ქვეყანაში მისი ზოგიერთი საიდუმლოს აფიშირებას ერიდებოდნენ, რადგან ისინი საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუთავსებელი იყო. დღევანდელ სტატიაში ზოგიერთ მათგანს განვიხილავთ.




"დევნილური" წარსული


image


ბევრი რევოლუციონერი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დევნილობაში იმყოფებოდა. მაგალითად, სტალინი სულ ხუთჯერ იყო გადასახლებული, რომლის დროსაც ის სხვადასხვა ქალთან ერთად თანაცხოვრობდა, მეტიც 14 წლის გლეხის ქალის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც კი იქნა აღძრული. არსებობს მოსაზრება, რომ იოსებ ჯუღაშვილს უკანონო შვილებიც ჰყავდა. საბჭოთა ლიდერის რევოლუციური წარსულის შესახებ ფოტოები და დოკუმენტები სამართალდამცავი ორგანოების საქმეებში იყო დაცული, მაგრამ ხელისუფლებაში სტალინის მოსვლასთან ერთად ისინი არასასურველ "კონტენტად" იქცა.





დევნის მანიით შეპყრობილი


image


საბჭოთა მოქალაქეებს ლიდერის ამ თავისებურებაზე ეჭვიც კი არ ჰქონდათ, თუმცა სტალინის ახლო წრე მის უცნაურობებს მუდმივად ხედავდა. მაგალითად, გენერალური მდივნის სახელმწიფო აგარაკის მთელს პერიმეტრზე მუდმივად 300-მდე ოფიცერი მორიგეობდა. თითოეულ ოთახს 2 კარი ჰქონდა, ერთი ჩვეულებრივი, ხოლო მეორე საიდუმლო, რომლის შესახებ მხოლოდ "ერის მამასთან" ყველაზე დაახლოებულმა პირებმა იცოდნენ.


image


ყველა სახლში, სადაც სტალინი ცხოვრობდა 2-3 საძინებელი იყო ორი საწოლით, ღამით გენერალური მდივანი სხვადასხვა ოთახში რამდენჯერმე გადაადგილდებოდა. მაგიდაზე კი, სადაც სახელმწიფოს მეთაური ტრაპეზობდა, 6 კომპლექტს დებდნენ, რადგან როგორც იოსებ ბესარიონის ძე ფიქრობდა, ვინც საჭმელში შხამს დაუმატებდა, არ ეცოდინებოდა კონრეტულად ის რომელი კომპლექტიდან მიირთმევდა, რაც შეეხება პროდუქტებს, ისინი პირდაპირ დედაქალაქიდან მიეწოდება, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების არსებობაზე საგულდაგულოდ მოწმდებოდა. ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის თავიდან ასაცილებლად პერსონალი რეგულარულად იცვლებოდა.




ურთიერთობა უფროს შვილთან იაკობთან


image


ლიდერის პირადი ცხოვრებაც საგულდაგულოდ იყო დაფარული. ეს ახლა ვიცით, რომ ლიდერის ურთიერთობა სტალინის უფროს ვაჟთან, იაკობთან დაძაული იყო.


image


იყო შემთხვევაც, როდესაც მამასთან ჩხუბის შემდეგ, იაშამ იარაღი აიღო და თავის მოკვლაც კი სცადა. ტყვია გავარდა, შემდეგ იოსებ ბესარიონის ძე გაბრაზებული ხუმრობდა: "ჰმ, არ მოხვდა!". ომის წლებში იაკობ ჯუღაშვილი გერმანელების ტყვეობაში ჩავარდა, ბელადის დატყვევებული შვილის ფოტო უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა, თუმცა სსრკ-ში ეს ფაქტი დამალეს.


image


მოგვიანებით, თავის მოგონებებში, სვეტლანა ალილუევა (სტალინის ქალიშვილი) დაწერს, რომ მამამ ერთხელ მას უთხრა რომ გერმანელებმა მას იაშას გაცვლა თავისიანზე შესთავაზეს, მაგრამ გენერალურმა მდივანმა მათ უარი უთხრა და აღნიშნა: "მათთან ვაჭრობას, მტკიცედ, გაბედულად, ომის კანონების მიხედვით დავიწყებ!".









0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317