x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს საშინელი სურათები ადასტურებს, რომ რუსებს წინასწარი განზრახვით არ აუფეთქებიათ კახოვკის ჰესის კაშხალი
მკითხველებს ვთხოვ კადრების სიმძიმიდან გამომდინარე ბავშვებმა, ორსულებმა და ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებმა არ ნახონ ამ სტატიის კადრები.

image
უკრაინულმა სადაზვერვო დრონებმა გადაიღეს დნეპრის მეორე ნაპირზე არსებული მდგომარეობა, სადაც საშინელი კადრები დაფიქსირდა. კახოვკის წყალსაცავის დაცლამ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, დნეპრის დონის დასაშვებზე მაღალ სიმაღლემდე აწევა გამოიწვია, რამაც რუსების თავდაცვითუ ზღუდეების პირველი და მეორე ეშელონის დატბორვა და იქ მყოფი სამხედროების დაღუპვა გამოიწვია.


წარმოუდგენელია მძიმე აღჭურვილობით და ჯავშანჟილეტით მყოფმა მებრძოლმა ცურვა შესძლოს როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოს წყალთან ურთიერთობაში.


რუსებისათვის ჯარისკაცი ყოველთვის "საზარბაზნე ხორცად" ითვლებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰესის კაშხლის აფეთქებას დაუდევრობით და არა წინასწარი განზრახვით, რაზეც ამერიკელი და ბრიტანელი პროფესიონალი ექსპერტები საუბრობენ.



ცალკე თემაა, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, რომ გადაიტანეს ზურგიდან მეორე ეშელონამდე რუსული დაჯგუფება "დნეპრის" სარდლობის შტაბი. რუსებს კაშხლის აფეთქება, რომ სდომოდათ პირველ და მეორე თავდაცვით ზღუდეებზე ცოცხალ ძალას და ტექნიკას არ დატოვებდნენ, არც შტაბს გადმოიტანდნენ ზურგიდან თითქმის წინა ხაზზე.




როგორც არ უნდა იყოს, უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება, დნეპრს სულ უფრო და უფრო მეტი რუსი მებრძოლის გვამი გამოაქვს სანაპიროზე, ცალკე თემაა ჯერ კიდევ აუფეთქებელი ნაღმები რომ გაიტაცა წყლის მძლავრმა დინებამ. არავინ იცის ტივტივა ნაღმებს საით წაიღებს დინება და სად ან ვის შეუქმნის საფრთხეს.


თან არავინ იცის თუ როგორი დეტონატორებითაა აღნიშნული ნაღმები აღჭურვილი, დარტყმითი-დეტონირებადით თუ ჭკვიანი დეტონატორით, რომელიც უშუალოდ მცურავი საშუალების ნაღმის მოქმედების ზონაში მოხვედრისას იწყებს მოქმედებას.


დნეპრში ეს ნაღმები რუსებს გათვლილი ჰქონდათ უკრაინული კატარღების წინააღმდეგ და დიდი ალბათობით ნაღმები აღჭურვილია ჭკვიანი დეტონატორებით, რაც ორმაგად საშიშია, თუ კი ეს ნაღმები გაიფანტა შავ ზღვაში, რადგან აღნიშნულ ნაღმებს შეუძლია ჩაძიროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო მცურავი საშუალებები.



გთავაზობთ კადრებს დნეპრის სანაპიროებიდან, სადაც მდინარე დნეპრზე კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების გამო წყალში დამხვრჩვალი რუსი სამხედროებია მოცემული.

imageimageimageimageimage

+16

კახოვკის კაშხალის აფეთქება არ იყო დაგეგმილი, მოხდა შეცდომა რუსი სამხედროების მხრიდან და კადრი, რომელიც ისტორიული გახდება


0
635
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
635