x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბატონი დავით ჩუთლაშვილი უკრაინაში მომხდარ სისასტიკეზე სამართლიანად წერს, მაგრამ აფხაზეთში სეპარატისტების, კონფედერატების და რუსების ჩადენილ სისასტიკეზეც რომ დაეწერა მივესალმებოდი

image
ინტერმედიის ავტორის, დავით ჩუთლაშვილის სტატია წავიკითხე უკრაინაში რუსი აგრესორების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე და მომეწონა სტატია, კარგად აქვს აღწერილი ის ტრაგედია, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ გამიკვირდა, რადგან ინტერმედიაზე არასდროს შემხვედრია ამ ადამიანის სტატია აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე, რომელიც უკრაინის და აფხაზეთის მასშტაბებს თუ შევადარებთ, წარმოუდგენლად უზარმაზარია.


სოხუმში რაც მოხდა ამაზე არ მოვყვები გაშლით, ქალაქი უმოწყალოდ რომ იბომბებოდა რუსეთის სახელმწიფოს რეგულარული არმიის ავიაციით და არტილერიით (მფრინავი აფხაზი, მით უფრო სამხედრო იმდენად აბსურდულია), არც აფხაზი არტილერისტი გაუგია ვინმეს, რადგან სსრკ-ს დროს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის უშუალო ბრძანებით მცირერიცხოვანი ერების შვილები მცირე გამონაკლისის გარდა ჯარში არ მიყავდათ.

გაგრაში ქუჩაში ან ზღვისპირას აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს ქართველები და ის აფხაზებიც კი, ვინც მეზობელ ან ნათესავ ქართველებს გამოესარჩლა.


გაგრის დინამოს სტადიონზე ქართველების მოჭრილი თავებით რამდენიმე აფხაზმა ახალგაზრდამ ფეხბურთიც კი ითამაშა, მართალია მერე მომხდარი ჩეჩნებს გადააბრალეს, მაგრამ ცოცხალია პარტიზანული შენაერთის (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) "ტყის ძმების" მეთაური დავით შენგელია და შეუძლია დაადასტუროს მისმა შენაერთმა, რომ მოახდინა ქართველების თავებით ფეხბურთის მოთამაშე აფხაზების ლიკვიდაცია.

ახალდაბის ტრაგედიაზე არა მგონია ვინმეს გაგონილი მაინც არ ჰქონდეს, ბავშვებიც კი გააუპატიურეს, მშობლების თვალწინ არასრულწლოვანი გოგოები ჯერ გააუპატიურეს, მერე დახოცეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ან ადგილზე დახვრიტეს ან ჭებში ცოცხლად ჩაყარეს, ბევრსაც "ბაგრამიანის" სახელობის სომხური ბატალიონის წევრებმა თავზე მანქანის საბურავები წამოაცვეს, ხელები შეუკრეს და საბურავს ცეცხლი წაუკიდეს.

კოჩარას ტრაგედიაც არა მგონია არ გქონდეთ გაგონილი, როცა ჩრდილოეთკავკასიელმა ვანდალებმა აფხაზ-აფსუებთან ერთად მთელი სოფელი ამოწყვიტეს შეთანხმების მიუხედავად.

გალის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის სახლების 90%-ი გადაწვეს, გალის მოვლენების შემდეგ, მართალია პარტიზანებმა საკმაოდ იძიეს ამ ქმედების გამო ბარბაროსებზე, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია.


პარტიზანობისას ქართველების ასობით გადამწვარი სახლი მინახია, ბევრად მეტიც ალბათ, რადგან ეგურს გაღმა გალის დაბალი ზონის სოფლებში პრაქტიკულად სახლი არ იყო დაწვას გადარჩენილი.

გუგლის საძიებოში გადახედეთ გალის დაბალი ზონის სოფლებს და ეგრევე მიხვდებით ახალი სახურავებით თუ რამხელა მასშტაბი ჰქონდა ქართული სოფლების გადაწვას.



მარტო სეპარატისტები არ გამოირჩეოდნენ სისასტიკით, ჩრდილოეთკავკასიელი "კონფედერატები", ადგილობრივი სომხები და რუსები აკეთებდნენ ამას, კაზაკების სისასტიკე ადიღეელებთან ერთად ცალკე თემაა.

ირპენში მიბრძოლია, სევეროდონეცკშიც, მშობლიური ქალაქის ხარკოვის მისადგომებთან და ხარკოვის ოლქშიც, სევეროდონეცკშიც და ლისიჩანსკშიც.
ტერიტორიის და მოსახლეობის მასშტაბებს თუ შEვადარებთ, აფხაზეთში ბევრად აჭარბებს სისასტიკე ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ.

მართალია ბევრი ასე არ ფიქრობს, მაგრამ ქართველზე ტოლერანტი ერი ცალ ხელზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში, რადგან სწორედ იმ აფხაზებს და მათ ოჯახებს მკურნალობენ საქართველოში სრულიად უფასოდ, რომლებიც აფხაზეთში ქართველების გენოციდში და ეთნოწმენდაში იღებდა მონაწილეობას. გალის ყოფილი გამგებელი, აფხაზეთის თავდაცვის მნისტრის მერაბ ქიშმარიას ძმა, რუსლან ქიშმარიაა ამისი დასტური.

გვეყოს ქართველების ხარჯზე აფსუების მკურნალობა და ენის მოჩლექით საუბარი, მტერს ვუწოდოთ მტერი და მოყვარეს კი მოყვარე.


მოძმე ინგუშებს არ ვატარებთ საზღვარზე და კადიროვის სამეგობრო აქ დაცვით დადის.

პატივი ვცეთ აფხაზ თანამოძმეებს, რადგან ისევ მათ გვერდით მოგვიწევს ცხოვრება, მაგრამ არაა საჭირო აფსუებს ვუმკურნალოთ ქართული ბიუჯეტის ფულით, მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს აფხაზეთში ქართველთა მიმართ.

ასე გამოიყურება გალში, ზღვისპირა სოფელ ფიჩორში რუსული სამხედრო ბაზა, სადაც ვერტმფრენების დასაჯდომი მოედნებიცაა მოწყობილი.

image

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130