x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანადაში ფოტოხაფანგმა ღამე, ირმის ლეშთან მისული ორი შიშველი "ალქაჯი" დააფიქსირა
image

კანადის სიღრმეში, ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ორი ალქაჯის მსგავსი შიშველი ქალი, რომლებიც ღამით ტყეში მივიდნენ გახრწნილ ირმის ლეშთან და ცდილობდნენ მისი ჭამას. ამის შესახებ FOX-9-TV იუწყება.


კორინეა სტენჰოპი, (ქვემოთ ფოტოზე)36 წლის მედდა პაუელ რივერიდან, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა, ცხენზე ამხედრებული იკვლევდა თავის სოფლის სახლთან მდებარე ტერიტორიას, როცა ტყის ბილიკზე ირმის ლეში შენიშნა. ქალმა და პაპამისმა ბობიმ გადაწყვიტეს დაეყენებინათ ფოტოხაფანგი, იმ იმედით, რომ გადაეღოთ ველური პუმა ან სხვა მტაცებელი, რომელიც შეიძლება ღამით მოსულიყო და ირმის ლეში ეჭამა.

image


თუმცა, მეორე დღეს პაპამ შვილიშვილს აცნობა, რომ ირემს გარეული ცხოველები საერთოდ არ მიკარებიან . ამის ნაცვლად, კადრებში მოხვდა ორი ნახევრად შიშველი ქალი, რომლებიც ღამით ირმის ლეშთან მივიდნენ და რაღაც უცნაურ რიტუალს აკეთებენ.


"არ ვიცი რა ჯანდაბა იყო. ამ ყველაფერმა ძალიან შეგვაშინა, ამას ყოველდღე ვერ ხედავ"-ამბობს კორინეა სტენჰოპი.



მზის ჩასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ბილიკზე გამოჩნდნენ ჯადოქრების თუ ალქაჯების მსგავსი ქალები, რომლებიც ფაქტობრივად შიშვლები იყვნენ. ორივე ქალს გრძელი შავი თმა ჰქონდა, რომელიც სახეებს უმალავდა. დაჯდნენ და ირემისკენ სახე ახლოს მიიტანეს. სტენჰოპს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ისინი ჭამდნენ, კოცნიდნენ ან ყნოსავდნენ ლეშს რაიმე მსგავს სატანისტური რიტუალს აკეთებდნენ.

image

image

კანადელი თვლის, რომ "ჯადოქრებს" პარიკები ეკეთათ, რადგან შენიშნა ერთ-ერთ მათგანს შავი თმის შიგნიდან ქერა თმა მოუჩანდა . მედდა გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ უცნობი ქალები ცდილობდნენ გახრწნილი ლეშის ჭამას, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი პათოგენური ბაქტერია და მიკრობი უნდა იყოს ხორცში.


სტენჰოპს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ უცნაური რიტუალი მისი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე გაიმართა. ახლა ის შიშობს, რომ სურათებზე გამოსახულმა ქალებმა თუ ალქაჯებმა შეიძლება „რამე ავნონ “ მის ცხენებს.

image

სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ინციდენტის აქტიური განხილვა და წამოაყენეს თეორიები იმის შესახებ, თუ რა მოხდა კონკრეტულად და ვინ იყვნენ სურათებზე გამოსახული ქალები. ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილი ჯადოქრები ან ადგილობრივი სატანისტური კულტის წევრები არიან.


სხვები თვლიან, რომ კამერამ დააფიქსირა არა ადამიანები, არამედ "მაქციები" ან "დემონები", რომლებიც „მხოლოდ ადამიანებს ჰგვანან“.


მისტიკის ერთმა მოყვარული კი ვარაუდობს, რომ ფოტოზე არიან აღბეჭდილები ვენდიგოები- დემონები ინდური ფოლკლორიდან, რომლებიც სახლდებიან ადამიანებში და აქცევენ მათ კანიბალებად.


"ქალაქში დადის ჭორები კულტის შესახებ, რომლის წევრებიც აგროვებენ ცხოველის ძვლებს. არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, ფოტო დადების შემდეგ, ინტენრეტში რამდენიმე ადამიანმა ახსენა"-ამბობს კორინეა სტენჰოპი.

0
445
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0