x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134606
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ჰენრი ფორდი-ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი წარმატების მასწავლებელია

image

ფორდი ლეგენდარული ადამიანი იყო, უდიდესი ავსტოსაწარმოს დამაარსებელი და მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენი.იგი იყო შესანიშნავი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავად შექმნას საკუთარი თავი. 16 წკისა სახლიდან გაიქცა და მექანიკოსის თანამშეწედ დაწყო მუშაობა. 30 წლისამ ააწყო თავისი პირველი მანქანა, 40 წლისამ კი უკვე „ფორდის“ კომპანია დაარსა. ჟურნალმა ფორბსმა ფორდის ქონება შეაფასა და ის დღეისთვის იქნებოდა 188 მილიარდი დოლარი. ჰენრი ფორდის დაარსებული კომპანია დღესაც მუშაობს აშშ-ში.


ჰენრი ფორდის 10 რჩევა:


  • ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი წარმატების მასწავლებელია.
  • როცა გგონია, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ დაფრინავს.
  • შეკითხვის დასმა: „ვინ უნდა იყოს ბოსი?“, იგივეა, რომ იკითხო:“ვინ უნდა იყოს ტენორი ამ კვარტეტში?“ რასაკვირველია, ის, ვისაც შეუძლია ტენორის პარტიის შესრულება.
  • ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს უნარშია, გავითვალისწინო სხვა ადამიანის შეხედულებები და მოვლენებს მისი და საკუთარი თვალით შევხედო.
  • ამქვეყნად ყველაზე რთულია საკუთარი თავით ფიქრი. ალბათ, ამიტომაც ასე ცოტა ადამიანი იქცევა ასე.
  • ყველაზე სწორი გზა, რომ ფული ვერ იშოვო, სიხარბეა.მაგრამ თუ კმაყოფილებისთვის იმუშავებ, რომელიც საქმის პატიოსნად კეთებას მოსდევს, ფული თავისთავად გაჩნდება.
  • ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე აქამდე კეთდებოდა.
  • ~თუ თვითონ დაჩეხ შეშას, ორმაგად გათბები.
  • იდეები თავისთავად ფასეულია, მაგრამ ნებისმიერი იდეა, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იდეაა. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხორცი შეასხა.
  • ხანდაზმულები ყოველთვის ურჩევენ ახალგაზრდებს, ფული დაზოგონ. ეს ცუდი რჩევაა. ნუ დააგროვებთ ფულს ყულაბაში. საკუთარ თავში დააბანდეთ.სანამ 40 წელს არ მივაღწიე, დოლარიც კი არ დამიზოგავს.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0