x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა პოლიციელმა გოგონამ რომელსაც ჭარბი წონის კომპლექსი აწუხებდა სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა
image
როცა ნიკოლა ფლოსი ბრიტანეთიდან მოზარდი იყო, ნაღვლიანად უყურებდა მოდის ჟურნალებს, სადაც თხელი ტანის მქონე გოგონებს ნახულობდა თითოეულ გვერდზე.


გოგონა დეპრესიაში ჩავარდა როცა ერთხელ სასწორზე საკუთარი წონა დაინახა. ნერვიულობამ თავისი კვალი დატოვა გოგონას ორგანიზმზე, ნიკოლამ დეპრესიის ფონზე იმდენის ჭამა დაიწყო, რომ ძალიან მალე წონაში მომატების გარდა ნივთიერებათა ცვლის პრობლემები შეექმნა.


გოგონას საკუთარი თავი სძულდა, დეპრესია კი მისი თანამგზავრი გახდა.
თუმცა მას შემდეგ რაც გოგონამ კოლეჯი და პოლიციის სასწავლებელი დაამთავრა დეპრესიიდან გამოვიდა და ერთ დღს, "ფეთხუმი" გოგო ძალიან მალე იქცა მართალია საკმაოდ დიდი წონის, მაგრამ ამასთან ძალიან ლამაზი გოგოც.

image

ახლა ნიკოლა 31 წლისაა, პოლიციის წარმატებული დეტექტივია. თუმცა როცა ნიკოლა ფორმას იხდის ის სხვა საქმიანობას ჰკიდებს ხელს, ეხმარება ადამიანებს რომლებსაც ჭარბი წონის გამო კომპლექსები აწუხებთ.



ახლახან ნიკოლამ მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში ჭარწონიანებისათვის, სადაც ლურჯ მდიდრულ კაბაში პირდაპირ ბრწყინავდა, კაბის შლეიფი დამატებით სილამაზეს აძლევდა კაბას.


ნილოლამ კონკურსზე პირდაპირი ადგილი დაიკავა-წერს "Daily Star"-ი.


ნიკოლას თქმით: "მან გადაწია საზღვრები, ამტვრევს სტერეოტიპებს და გამოწვევას უგზავნის მოდის სამყაროს შეზღუდვებს". კოლეგა პოლიციელები სქესის განურჩევლად მხარს უჭერენ ნიკოლას, რომელიც სამსახურში დადის მანქანით, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: "ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარ თავში დარწმუნებულმა კომფორტულად იგრძნოს თავი საკუთარ სხეულში".



გოგონა მოდელადაც მუშაობს სამსახურიდან თავისუფალ დროს, აკეთებს საცურაო კოსტუმების რეკლამას და მსუქან ადამიანებში აღვივებს იმედს, იმედს მომავლისა.


"როცა პატარა ვიყავი, მე თავს საშინლად ვგრძნობდი, ახლა კი თავს მშვენივრად ვგრძნობ და სიხარულით ვეხმარები სხვებსაც, ვეხმარები იმ ადამიანებს, ვისაც ახლა ისეთი პრობლემები აქვს, როგორიც მქონდა მოზარდობისას მეე"-აცხადებს ნიკოლა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
302
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
302