x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბენზინით შემოგვივარდა, უნდა დაგწვათო... "- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და დეტალურად აღწერს თუ როგორ დააჭერინა ერთხელ ადამიანი სამართლდამცველებს, რომელიც მათ "ტაბულაში" ბენზინით შეუვარდა და პატრიარქის აუგად ხსენებისთვის დაწვით დაემუქრა:


"ოთხი წლის წინ, ტაბულაში ბენზინით შემოგვივარდა ადამიანი უნდა დაგწვათ პატრიარქს რატომ ერჩითო.


როგორც შემოვარდა, ისე გავარდა თავისი ბენზინიანად და ფაქტით დაიჭირეს (დავაჭერინეთ).

შეურაცხადი ვარო და ხონში უკრეს თავი.


მერე ოჯახის წევრი შემეხმიანა (კარგი ქალია, სინქონული თარგმანი გაგვიკეთებია ერთად წინის წინა ცხოვრებაში) და მისი თხოვნით, გამოვაშვებინე - შემეცოდა ხონისთვის.


ახლა ვნახე, მაშიარებს და საქართველოდან გაძევებით მემუქრება.


სიცილით ვიგუდები", - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.








0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
535