x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქვედაბოლო - მინი, კონფუზი - მაქსი: ვარსკვლავები, რომლებსაც მოკლე ქვედა კაბამ უმტყუნა
image


უხერხულ სიტუაციაში ყველა ჩვენგანი შეიძლება რომ აღმოჩნდეს, თუმცა, უმრავლესობა ამ კონფუზების შესახებ მარტივად ივიწყებს, თუმცა აი, ვარსკვლავებს ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ გაუმართლათ, ვინაიდან მათ პაპარაცები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უთვალთვალებენ, რომლებიც მზად არიან ისინი ყველაზე უხერხულ მომენტში "გამოიჭირონ", შემდეგ კი მათი კონფუზების ამსახველი კადრები სრულიად სამყაროს აჩვენონ. წარმოგიდგენთ სელებრითებს, რომლებიც უხერხულ სიტუციაში თავიანთი მინი ქვედაბოლოების "წყალობით" აღმოჩნდნენ.




კარა დელევინი

image


ლამაზმანს შეუძლია აბსოლუტურად ნებისმიერი სიგრძე მოირგოს და თავი კომფორტულად იგრძნოს როგორც მინიში, ასევე ტომარისებურ სამოსშიც, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი თავდაჯერებულობა მოდელს სასტიკად ღალატობს: მაგალითად, პიტერ პენის შესახებ ფილმის პრემიერაზე, ის "Burberry"-ის კაბაში გამოჩნდა, თუმცა სულ დაავიწყდა, რომ მასში დახრა ნამდვილად არ ღირდა. რას იზამთ, ასეთებიც ხდება.



კიმბერლი გარნერი


image


კიმბერლის ძალიან მოსწონს წითლისა და შავის კომბინაცია – ეს მისი სავიზიტო ბარათია, თუმცა გოგონას ასევე ძალიან უყვარს მინი სიგრძის ქვედაბოლოები და ღრმა ჭრილიანი სამოსი, ამ ყოველივეს სიყვარულმა კი ის უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა როგორც ჩას, გარნერი თავისი ჰეროვანი ქვედაბოლოს "გასაფრენად" მზად იყო, ამიტომაც ის ამ უხერხულმა შემთხვევამ სულაც არ დააბნია, პირიქით, მან სრულიად აუღელვებლად განაგრძო ფოტოგრაფებისთვის პოზირება. აი, მასტერკლასიც ამას ჰქვია!




სარა ჯესიკა პარკერი


image

ამ საკულტო ფოტომ სატელევიზიო სერიალს "სექსი დიდ ქალაქში" მშვენიერი რეკლამა გაუწია. დღემდე ყველა დარწმუნებული არ არის, რომ პროდიუსერებმა მიზანმიმართულად არ გამოიყენეს მერლინ მონროს ეს ხრიკი, მაგრამ თუ სარა ჯესიკას სახეზე არსებული გულწრფელი აღშფოთებით ვიმსჯელებთ, დავრწმუნდებით რომ მსახიობის ემოცია ნამდვილად ბუნებრივია.



დაკოტა ჯონსონი


image


როგორც ჩანს, დაკოტას ზედმეტად მოკლე ან მეტისმეტად ჩახსნილი კაბა არანაირ უხერხულობას არ უქმნის, მაგალითად, "People's Choice Awards"-ის ცერემონიაზე, როდესაც წამყვანმა მსახიობს შემთხვევით კინაღამ ტოპი ჩამოაძრო, გოგონამ მშვიდად უპასუხა: "თითქოს აქ ჩემი მკერდი არავის უნახავს". დაკოტას ხუმრობა "The Late Late Show"-ში სტუმრობისასაც მოუწია, სადაც ის ექსტრა- მინიში გამოჩნდა. ჯეიმს კორდენმა, როგორც ჯენტლმენმა, მას თავისი ქურთუკი შესთავაზა, რაზეც მსახიობმა უარი თქვა, თუმცა მთელი საღამო ქვედაბოლოს კალთა ხელებით ეჭირა და პოზიციას არ იცვლიდა - მილიმეტრიც და კამერა "გრეის 50 ელფერის" ახალ პოსტერს გადაიღებდა.




ქეით მიდლტონი


image


ამბობენ, რომ ამ ინციდენტების შემდეგ ჰერცოგინიამ "ქვედაბოლოს დაცვა" დაიქირავა - ანუ ქალი, რომელიც ქეითის ჩაცმულობაზე ზრუნავს და მზადაა საჭირო დროს მას ქვედაკაბა გაუსწოროს. 2013 და 2014 წლებში ბევრი მსგავსი ინციდენტი მოხდა: ქარი ხან ქეთრინს ბავშვებთან საუბრისას აბნევდა, ხანაც სამხედროებთან გასაუბრებისას "განაიარაღებდა". ასე რომ უხერხული სიტუაციებისგან თავად პრინცის მეუღლეც კი არ არის დაზღვეული. გასაკვირი არ არის, რომ ბოლო დროს მიდლტონი უპირატესობას "ქვედაბოლო- ფანქარს" ანიჭებს.











0
534
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
534