x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ხელისუფლება "ცეცხლს ეთამაშება", საქართველოს დასანქცირება სასტიკად დაარტყამს მოქალაქეებს

image
მე აპოლიტიკური მოქალაქე ვარ, საქართველოს ძალოვანი უწყებების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, რუსი ოკუპანტების და სეპარატისტების წინააღმდეგ მრავალგზის ნაბრძოლი ქვეყნის ჯარისკაცი და ვხედავ, საქართველო დგას ქარაფის თავზე ყოჩის გარეშე დარჩენილი ცხვრის ფარასავით.
რამდენნჯერ უნდა მოგვატყუოს რუსეთმა თვალი რომ გავახილოთ და რუსეთის შორსმიმავალი სიბოროტე დავინახოთ?

დიდმა ერეკლემ რაკი სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, გეორგიევსკში მისმა წარგზავნილებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, რომელიც ისე სწრაფად დაარღვია რუსეთმა, რომ გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით და გეორგიევსკის ტრაქტატს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რუსეთის გუბერნიად ქცევა მოჰყვა.

დამოუკიდებელ საქართველოსა და წითელ რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მალევე დაარღვია რუსეთმა და საქართველოს ანექსია მოჰყვა.
აფხაზეთის ომის დროს დაგომისში ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მძიმე ტექნიკაც ხელშეკრულების შესაბამისად ფოთამდე გადმოვიტანეთ, რაშიც რუსეთს ცალკე გადავუხადეთ ფული და ომის დროს შიშველი ხელებით მოგვიწია აფხაზეთში ომმა, რაც რუსეთის გარანტიების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია და 300 000 აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქე დევნილად იქცა. დაღუპულებზე და სადისტურად დახოცილებზე აღარაფერს ვამბობ.

"სამშვიდობო მისიის" დროს რამდენიმე ასეული ქართველი იქნა გატაცებული და მოკლული აფხაზეთში და სამაჩაბლოში, 2008 წელს კი ღია აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა.

შენ რომ ხელისუფლება ხარ, ხალხმა აგირჩია კეთილი ინებე და გააკეთე ის რისთვისაც აგირჩია ხალხმა, ანუ ყოველი ღონე იხმარე ევროსტრუქტურებში და "ნატოს" ალიანსში გასაწევრიანებლად.

"რუსთმადიდებლები" ისე გვიხატავენ ევროპას, თითქოს მაღალგანვითარებული ქვეყნების ერთობა კი არა ბაბილონი იყოს.
ბიჭო, შენ ევროპისკენ კარგი გადმოიღე, წესრიგი, პუნქტუალურობა, სისუფთავე და რაც ცუდია დაუტოვე ევროპელებს.
სხვათაშორის ევროპის ქვეყნებშიც ცუდ ტონად ითვლება ბევრი რამ, რაც დღეს საქართველოში ტრენდულია, საუბარი მაქვს ათასი ჯურის სექტაზე და სატანისტულ რიტუალებზე.
აღარაფერს ვამბობ, ქართულ უდარდელობაზე, რის გამოც ქართული მიწები უცხოელებზე იყიდება, განა ევროპამ მოგვთხოვა მიწები მიყიდეთ ირანელებს, ინდოელებს, არაბებს ან თურქებსო?

მამაძაღლმა პუტინმა მორიგი სატყუარა გადმოგვიგდო, რომელიც მოშიებულ ლოქოსავით გადავყლაპეთ. სავიზო რეჟიმი მოგვიხსნა, ფრენები აღადგინა და მალე აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებსო-გაიძახის აღტაცებული "გრუზინები", დიახ "გრუზინები" და არა ქართველები.

არც "ნატო" მჭირდება, არც ამერიკელების და ევროპელების მიერ ჭკუის დარიგება, მაგრამ როცა გვერდით მეზობლად რუსეთი გყავს, იძულებული ხარ ევროკავშირში შესვლაც მოახერხო და ალიანსშიც გაწევრიანდე.
"გრუზინების" აზრით როგორც კი ალიანსში გავწევრიანდებით რუსეთი ბირთვულ ქობინებს დაგვიმიზნებს.

მორიგი სისულელე და უაზრობა, რადგან 1945 წლის მერე დედამიწის ზურგზე არცერთ ბირთვულ სახელწიფოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული ქობინი არსად გამოუყენებია, რადგან ამით ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა. "ბუმერანგის პრინციპი" ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ ეს აკავებს რუსეთს სტრატეგიული მარცხის მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ დარჩენილ ერთადერთ ეფექტურ საშუალებას, ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ვერ იყენებს, რადგან იცის ამას უკვე ევროპა-ამერიკის შეშფოთება-აღშფოთება კი არა რუსეთის მიმართულებით ანალოგიური ქმედება მოჰყვება.

რუსეთს რომ სდომოდა ჩვენთვის სიკეთე, ეგრევე გაიწვევდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და დევნილებს საერთაშორისო გარანტიებით დააბრუნებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

"გრუზინები" მართალია საზოგადოებას არწმუნებენ, ცოტაც მოიცადეთ და რუსეთი უეჭველი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებსო, მაგრამ ესაა უზარმაზარი ტყუილი.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რუსეთმა შესძლო 1921 წლის მსგავსად საქართველოში შეექმნა "შულავერის კომიტეტი", სადაც ბევრ სხვა ცნობილ გარეწართან ერთად ვინმე ლორთქიფანიძე, რუსული სპეცსამსახურების ღია აგენტი ვალერი კვარაცხელია და "აირზენას" მფლობელი თამაზ გაიაშვილი ხელმძღვანელობენ. გაიაშვილი საერთოდ გარეწარზე გარეწარია, რადგან ოკუპანტ რუსეთს მტერს არ უწოდებს, მეტიც მაქსიმალურად ცდილობს მის "გაპრავებას".
ვალერი კვარაცხელიას რუსული სპეცსამსახურების აგენტი ვუწოდე, უდანაშაულობის პრეზუმციას მუდამ ვიცავ, მაგრამ უამრავი მასალა წავიკითხე ამ ქართველად წოდებულ ვირთაგვაზე, რომელიც გამსახურდიას ებრძოდა ერთადერთი მოტივით-დიქტატორიაო, მე მაშინ არ ვცხოვრობდი საქართველოში და თან გამსახურდიას მომხრეების უდიდეს ნაწილთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს მიზეზთა გამო რაზეც ადრე ბევრჯერ დამიწერია.
ვალერი კვარაცხელიამ მთლიანად მოიხსნა ნიღაბი როცა რუსეთის და რუსეთის დღევანდელი რეჟიმის ღია რეკლამირება დაიწყო.

"ქართულ ოცნებას" გულახდილად და პირდაპირ ვურჩევ, კურსს ნუ აიღებს კუნძულისაკენ რომელიც ჭაობზე დგას და იძირება, საუბარი მაქვს რუსეთზე. როცა სათანადოდ გავძლიერდებით მერეც შეგვეძლება დავტოვოთ ალიანსი (მიღების შანსი მაღალია უკრაინაში მიმავალი ომის ფონზე).
გაატარეთ ეროვნული პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ქართულ სახელმწიფოს, ჩავატაროთ რეფერენდუმი რუსეთი გვინდა ამ ეტაპზე თუ დასავლეთი და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.

არც ღარიბაშვილს აქვს ცალმხრივად გადაწყვეტილების უფლება და არც "ქართულ ოცნებას", ქვეყანა თავზე გვენგრევა, უკრაინაშიც იმისთვის ვიომე რუსეთს უკრაინის დამარცხების მერე ომის კერა აქ არ გადმოეტანა.

არა, რუსულ ჭაობს, რუსეთი ოკუპანტია და ყველა ვინც თუნდაც 2008 წლის შემდეგ რუსეთთან მეგობრობას გვთავაზობს ვეყნის ინტერესების მტერია.

გარეწარი თამაზ გაიაშვილი: რუსეთი მტერი არაა!!!
რუსეთთან ერთად შენც მტერი ხარ შენი ქვეყნის ინტერესების!!!
ქართული ავია კომპანიების დასანქცირება რუსეთში ფრენების გამო აპრიორი გამოიწვევს ფრენების შეჩერებას ევროპა-ამერიკისაკენ, რაც დამატებით დაარტყამს, თან სასტიკად საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, რადგან ის ფინანსური დახმარება რასაც ამერიკიდან და ევროპიდან ვიღებთ ამჟამად ეგრევე შეწყდება.



თურმე ნუ იტყვით და რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რეალურად კი ბოლო აღწერით რუსეთში 132 000 ქართველი ცხოვრობდა, აქედან რამდენიმე ათასმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკვე დატოვა რუსეთი და სამშობლოში დაბრუნდა.

0
74
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
74