x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მსოფლიოში ახალი მარკის ავტომობილი გამოჩნდა

image







იმ დროისთვის, როცა ტიუნინგური ატელიების უმეტესობა მხოლოდ გარეგნული სახის შეცვლით შემოიფარგლება, უფრო სერიოზული კომპანიები კი ძრავის და გამწევი ნაწილების მოდიფიკაციას ახდენენ, გერმანელმა ტიუნერებმა Carlsson-დან უფრო შორს წასვლა განიზრახეს და შექმნეს რაღაც განსაკუთრებული ავტომობილი - Carlsson C25 Super GT. ავტომობილის კონსტრუირება მოხდა Mercedes Benz SL 600-ს ბაზაზე, შესაბამისად მისი რამდენიმე დეტალიც არის გამოყენებული ამ ავტომობილში თუმცა კონსტრუქტორები იუწყებიან, რომ სიახლე, უმეტესწილად, საკუთარი წარმოებისაა.

ამ ავტომობილისა და ახალი მარკის დებიუტი შედგა ჟენევის ავტოსალონზე,

სუპერქარი აღჭურვილია 6 ლიტრიანი, 753 ცხძ-იანი, 12 ცილინდრიანი, V-ის ფორმის, ორმაგტურბინიანი ძრავით. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებისას, ძრავის მაბრუნებელი მომენტი 1150 წმ-ს აღწევს, 100 კმ-ზე ზევით კი 1320 წმ-მდე ბრუნავს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 352 კმ/სთ. 3.7 წამში ავითარებს 100 კმ/სთ-ს

ის რამაც საზოგადოების გაოცება გამოიწვია, ავტომობილს დამონტაჟებული აქვს, ეგრეთწოდებული "ჭკვიანი" სისტემა C-Tronic Suspension, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს სავალი გზის საფარი და ამის მიხედვით მოამზადოს საკიდარი, რათა მძღოლმა მარტივად მართოს ავტომობილი, ამასთანავე, ის უფრო უსაფრთხო ხდება ამ სისტემის დახმარებით.

მანქანის ინტერიერი საკმაოდ მაღალ დონეზეა დამუშავებული, არცაა გასაკვირი, ის ხომ Mercedes-Benz - ბაზაზეა შექმნილი. კომპანიის ხელმძღვანელმა, მარკუს შუსტერმა განაცხადა, რომ Carlsson-ს სურდა ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელიც საკმაოდ უსაფრთხო იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივ გზაზე, ისე ავტოდრომის ტრასაზეც. "ჩვენ გვსურდა ავტომობილის შემუშავება, რომელიც ერთმხრივ, ექსკლუზიური იქნებოდა, მეორე მხრივ კი გამოსადეგი ყოველდღიური მგზავრობისთვის. ამასთან, ჩვენ უსაფრთხოების ყველა იმ მოთხოვნის დაცვა შევძელით, რომელიც სერიულ ავტომობილს ეხება - მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა დაცვა, ავარიის დროს მანქანის "ქცევა" ESP და ABS სისტემის და დამცავი ბალიშების არსებობა" - კომენტარი გააკეთა შუსტერმა.

როგორც ამბობენ, C25 ასობით ათასი დოლარი ეღირება. არცაა გასაკვირი, რადგან იჟინრებმა მის შექმნაში მთელი თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ჩადეს.

კომპანიის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ყოველ ქვეყანაში, სადაც ავტოდილერები Carlsson C25 Super GT-ს რეალიზაციას მოისურვებენ, გააგზავნიან მხოლოდ ერთ ეგზემპლარს. ასე რომ, მფლობელი გზაზე მოძრაობისას გვერდით რიგში იგივე ავტომობილს არ გადაეყრება.

4
331
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
331
  
2012, 15 დეკემბერი, 11:00
კი იყო მარა დამავიწყდა ატვირთვა : ))
2012, 13 დეკემბერი, 18:35
სხვა ფოტოები არ იყო?
2012, 11 ოქტომბერი, 0:20
+++++
0 1 4